LIVE TV
ორშაბათი, თებერვალი 16, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

10 მაისის შეჯამება უკრაინაში-გიორგი კობერიძე

დაპოსტა 2022/05/11-ში
85
ნახვა
გაზიარება

პროფესორი გიორგი კობერიძე

10 მაისის შეჯამება უკრაინაში:

– ხარკივი – ქალაქის შემოგარენი, რომლის აღებასაც რუსები 3 საათიდან 48 საათამდე პერიოდში ვარაუდობდნენ თითქმის სრულად გათავისუფლებულია. უკრაინულმა არმიამ დღეს კიდევ 5 დასახლება გაათავისუფლა.

ხოლო რუსები დიდი დანაკარგებით, ბოლო 24 საათია პრაქტიკულად უბრძოლველად იხევენ უკან, რუსეთის ტერიტორიის მიმართულებით.

უკრაინელებმა ერთ-ერთ ასეთ კოლონას ჩასაფრება მოუწყვეს და შემდგომ საარტილერიო იერიშით გაანადგურეს, რის შედეგადაც რუსების უკან დახევა კიდევ უფრო ქაოსურად გაგრძელდა.

თვითონ რუსების მხრიდანვე ხდება ცნობილი, რომ ასეთი მაღალი დანაკარგი ერთ კონკრეტულ პატარა მიმართულებაზე რუსულ არმიას არ ჰქონია.

პრაქტიკულად ხარკივი-რუსეთის საზღვრის ტერიტორიის 30 კილომეტრი რუსული არმიის სრული განადგურების სიმბოლოდ გადაიქცა.

უკრაინელთა კონტრიერიშის დაწყებიდან, ბოლო ორ კვირაში 500 რუს სამხედრომდე ჩავარდა ტყვედ მხოლოდ ხარკივის რაიონში. ტყვეთა რაოდენობაც ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე რეკორდულია.

რუსების დანაკარგი იმხელაა, რომ ორი ბრიგადა და ერთი საარმიო კორპუსი პრაქტიკულად თავიდანაა დასაკომპლექტებელი. რუსების მხრიდან დაჭრილები მხოლოდ ხარკივის მიმართულებით 13 ათასს უტოლდება. დაახლოებით 3000 სამხედრომდეა მოკლული. სავარაუდოდ 900 რუსი ტყვედ იქნა აყვანილი 24 თებერვლიდან დღემდე ამ მიმართულებით.

უკრაინელებმა ხარკივის დაცვა ელიტურ დანაყოფებს ჩააბარეს. მსგავსად ამისა, რუსებიც, რომლებიც ხარკივის ასაღებად იყვნენ მომართულები, მათი რიგებიც საუკეთესოდ აღჭურვილი სამხედროებით იყო დაკომპლექტებული, თუმცა როგორც კი ურბანულ სივრცეს მიუახლოვდნენ უკრაინელთა წინააღმდეგობა გადაულახავი აღმოჩნდა, ხოლო რუსული შემტევი ნაწილები უბრალოდ განადგურდა.

რუსებმა თავიანთი საუკეთესო სამხედრო დაჯგუფებები ხარკივზე, მარიუპოლზე, ნოვა კახოვკასა (ხერსონი) და კიევზე მიუშვეს.

მათ ხარკივის ასაღებად 1942 წელს დაარსებული 41-ე რუსულ ციმბირიდან გადმოსროლილ არმიას მურმანსკის მე-200 მოტომსროლელი ბრიგადაც კი დაუმატეს. ისინი ერთ-ერთ ყველაზე რთულ პირობებში გამოწრთობილი ნაწილები იყვნენ.

დღეს მე-200 ბრიგადა პრაქტიკულად აღარ არსებობს, 41-ე არმია კი იმდენადაა დასუსტებული რომ დავალებების შესრულება აღარ შეუძლია.

მომდევნო რამდენიმე დღე და უკრაინელები დარჩენილ რუსულ ნაწილებს, რომლებიც ცდილობენ სასწრაფოდ უკან დახევას, ალბათ სრულად გაანეიტრალებენ.

ამასთან, ხარკივის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან რუსები საგზაო მონაკვეთს ბომბავენ. მათ ეშინიათ, რომ უკრაინელები იზიუმისაკენ დაიძვრებიან და რუსულ მომარაგებას შეზღუდავენ. სავარაუდოა, რომ როგორც კი უკრაინელები წარმატებით გაწმენდენ ხარკივის შემოგარენს, შემდგომი სამიზნე მართლაც იზიუმი იქნება.

დაბოლოს, ძალიან სიმბოლურია – იქ, სადაც რუსები ყველაზე ნაკლებ წინააღმდეგობას ელოდნენ და ფიქრობდნენ რომ ძალის დემონსტრირების შემთხვევაში ქალაქი ტაშით შეხვდებოდა მათ, დასამარდა კიდეც რუსული არმიის წარმოსახვითი სიდიადე.

– ყირიმში, ხერსონის ადმინისტრაციულ საზღვართან, რუსული პოზიციები დაიბომბა. განადგურებული სამიზნეების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა სავარაუდოა, რომ ესაა როგორც სახმელეთო ისე საზღვაო ობიექტები.

რუსული საზღვაო ძალები პრაქტიკულად ყირიმის საზღვაო აკვატორიაში არიან თავმოყრილები და ზღვაში ღრმად აღარ გადიან. უკრაინელები კი მათზე ამ მიმართულებითაც ნადირობენ. ძირითადად “ბაირაქტარის” ტიპის დონები თამაშობენ გადამწყვეტ როლს.

– ბელორუსში, უკრაინის საზღვართან კვლავ აქტიური გადაადგილებაა. შეინიშნება, როგორც ბელარუსული არმიის ნაწილის მობილიზაცია, ასევე რუსული ძალების არსებობაც.

რთული სათქმელია ლუკაშენკოს მოტივაცია რა არის (ნაკლებად სავარაუდოა, ომში რაიმე ფორმით ჩართვა იყოს, მით უფრო ახლა), მაგრამ ომის ნებისმიერი სცენარით დასასრული მის პოზიციებს კიდევ უფრო სუსტს გახდის – თუმცა თვითგადარჩენის ინსტინქტი კი ნამდვილად აქვს.

აი რაც შეეხებათ რუსებს, მათი მხრიდან ბელორუსის გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ კვლავ შეიძლება დადგეს დღის წესრიგში. ამჯერად არა კიევის მიმართულებით, არამედ კიდევ უფრო დასავლეთით.

მათი შესაძლო ქმედების უკან არა რაიმე ქალაქის დაკავება, არამედ უკრაინელთა სამხედრო ნაწილების დივერსიფიცირება და ამ მიმართულებით გადმოსროლა თუ იქნებოდა.

– შეტაკებები გრძელდება დონეცკის რაიონში. პრაქტიკულად უკრაინელებს დიდი ციხე-სიმაგრე აქვთ აგებული ქალაქი დონეცკის გასწვრივ და მის შემოგარენში.

რუსების აბსოლუტურად ყველა მცდელობა აეღოთ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი ავდიივკა სრული კრახით დასრულდა. იგივე მოხდა დღესაც. რუსების დანაკარგი ყოველდღიურად მზარდია.

– კვლავ იბომბება მარიუპოლის “აზოვსტალის” ქარხანა. რუსები იყენებენ არამხოლოდ არტილერიას, არამედ ავიაციასა და საბრძოლო ხომალდებსაც კი. ეს იმაზე მიანიშნებს რომ რუსები უშუალოდ შეტევაზე კვლავაც არ გადავლენ, რადგან იქ, სადაც მუშაობს არტილერია და ავიაცია, ირგვლივ მოიერიშე სამხედროები ვეღარ იქნებიან. ამასთან, მათი უშუალო მიახლოება ქარხანასთან სრული კრახით დამთავრდა.

– ამერიკელი ანალიტიკოსები პუტინის მზაობას უსვამენ ხაზს და ამბობენ, რომ მას შეიძლება ხანგრძილივი ომისათვის მზადება აქვს გადაწყვეტილი, რომლის შედეგიც დნესტრისპირეთამდე მისვლა იქნებოდა.

თუმცა ამასთან, რუსეთი საკუთარ მოწინააღმდეგედ კოლექტიურ დასავლეთს წარმოაჩენს, რაც დამარცხების შემთხვევაში იმის თქმის საფუძველს მისცემს, რომ რუსეთი არა უკრაინამ, არამედ ანგლო-ამერიკულმა კოალიციამ დაამარცხა.

თუმცა ფაქტი ერთია, რუსეთს რესურსი ეწურება და მოლოდინი იმისა, რომ დასავლეთი ისევ რუსეთთან ურთიერთობას ამჯობინებს არის ილუზია, რადგან დღეს უკრაინის დასახმარებლად როგორც დასავლური ქვეყნების საზოგადოებრივი აზრია მობილიზებული, ისე აშშ და დიდი ბრიტანეთი, რომელთაც დასავლურ სამყაროში ყველაზე დიდი სამხედრო წონა აქვთ. ხოლო აგრესორის დამარცხების პრეცედენტი ყველასათვის სასურველი.

გაზიარება34

დაკავშირებული -პოსტები

გორში მამაკაცი დაჭრეს – რა არის ამ დროისთვის ცნობილი

თებერვალი 15, 2026
183
მთავარი

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1989 წელს დაბადებული თ.ი. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.   უწყების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით...

დაწვრილებითDetails

“დამიკავშირდა არასრულწლოვანები (მშობლებიც), რომელთაც ფიზიკურად პირადად უსწორდებოდნენ გიგას საქმეზე ბრალდებულები” – ეკა კუპატაძე

თებერვალი 14, 2026
439
მთავარი

გიგა ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის თქმით, ის არასრულწლოვანები (მშობლებიც) დაუკავშირდნენ, ვისაც მისი შვილის საქმეზე დაკავებულები ფიზიკურად უსწორდებოდნენ . ეკა კუპატაძის თქმითვე, ექსპერტიზის პასუხების მიხედვით, გიგა ავალიანს, სასიკვდილო დაზიანება მიაყენეს მკვრივი, ბლაგვი...

დაწვრილებითDetails

“ევროინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის ისტორიული და კონსტიტუციური არჩევანია”- “გახარია საქართველოსთვის“

თებერვალი 14, 2026
8
მთავარი

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ უარს აცხადებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შეთავაზებაზე, მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ევროინტეგრაციის შესახებ დებატებში. ამის შესახებ განცხადებას პარტია სოციალურ ქსელში ავრცელებს. მათი განმარტებით, ევროინტეგრაცია საქართველოს ისტორიული და კონსტიტუციური არჩევანია და...

დაწვრილებითDetails

დაკავებულია სამი არასრულწლოვანი, რომლებმაც ერთ-ერთი სუპერმარკეტიდან პროდუქცია და თანხა გაიტანეს

თებერვალი 14, 2026
382
მთავარი

სამართალდამცველებმა სამი არასრულწლოვანი დააკავეს,რომლებმაც „ნიკორა-ტრეიდის" ერთ-ერთი ფილიალიდან პროდუქცია და თანხა გაიტანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამივე არასრუწლოვანი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს...

დაწვრილებითDetails

აღმოაჩინეს ცილა, რომელმაც შეიძლება ტვინის დაბერება შეანელოს

თებერვალი 14, 2026
48
მთავარი

ჩვენი ტვინი დანარჩენ სხეულთან ერთად ბერდება და შედეგად, სულ უფრო ნაკლებ ტვინის ახალ უჯრედებს წარმოქმნის. ახლახან, მეცნიერებმა აღმოაჩინეს საკვანძო მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც შეიძლება შენელდეს ასაკთან დაკავშირებული ტიპური დაქვეითება ნეირონების წარმოებაში....

დაწვრილებითDetails

რა შემთხვევაში მოხდება სტუდენტთა გამონაკლისის სახით ჩარიცხვა უნივერსიტეტებში – მინისტრის განმარტება

თებერვალი 14, 2026
70
მთავარი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განმარტა, რა შემთხვევაში მოხდება უნივერსიტეტებში სტუდენტთა ჩარიცხვა გამონაკლისის სახით. მინისტრის თქმით, დადგენილ კვოტებზე დამატებით სტუდენტთა მიღება გამონაკლისის სახით შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში:...

დაწვრილებითDetails

17 თებერვალს მზის დაბნელებაა – რა უნდა იცოდეთ ზოდიაქოს ნიშნებმა

თებერვალი 14, 2026
146
მთავარი

2026 წლის 17 თებერვალს მზის დაბნელებაა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, აღნიშნულ დღეს იმდენად ძლიერი ენერგია აქვს, რომ თითოეულ ადამიანზე მნიშვნელოვან გავლებას მოახდენს. ტრანსფორმაციის ეტაპი იწყება, რომელიც გვაიძულებს, მოძველებულ ურთიერთობებსა და კავშირებს...

დაწვრილებითDetails

რეგულაცია, რომელიც მარტიდან ამოქმედდება – დეტალები

თებერვალი 14, 2026
65
მთავარი

2026 წლის 1-ელი მარტიდან საქართველოში უცხოელთა დასაქმების წესი იცვლება. შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებები მთავრობამ გასული წლის ივნისში მიიღო. ცვლილებების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში დასასაქმებლად დასჭირდება: გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება; D1-კატეგორიის...

დაწვრილებითDetails

„გააკეთეთ ეს, 17 თებერვლიდან, ყოველ დილით…“ – ეზოტერიკოსის რჩევა

თებერვალი 14, 2026
102
მთავარი

ეზოტერიკოსი და მინეროლოგი თამუნა იოსელიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გვასწავლის რიტუალს, რომელიც 17 თებერვლიდან ყოველ დილით უნდა გავაკეთოთ. „გააკეთეთ ეს 17 თებერვლიდან ყოველ დილით... დილის მაგია: ვმუხტავთ ჩაის წარმატებაზე.⠀...

დაწვრილებითDetails

რა საფრთხე ინახება სანელებლებში – სურსათის უვნებლობის სპეციალისტის გაფრთხილება

თებერვალი 14, 2026
48
მთავარი

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული, საკუთარ ტიკ-ტოკ გვერდზე საუბრობს, როგორ შევინახოთ სუნელები ისე, რომ ჩვენი ჯანმრთელობისათვის საზიანო არ აღმოჩნდეს: თუ ჩვენ ისეთი შეფუთვით გვაქვს სუნელები, რომელიც მის ხანგრძლივ შენახვას უზრუნველყოფს,...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».