ეროვნული ლიგის მე-8 ტურის ცენტრალური შეხვედრა ბათუმში ორი დინამოს დაპირისპირებით დასრულდა. მატჩს დიდ ინტერესს სძენდა ის ფაქტი ,რომ კლუბები სატურნირო ცხრილში პირველ და მეორე პოზიციაზე არიან.
შთამბეჭდავი საფეხბურთო გარემო,რომელიც ტრადიციულად თან სდევს ბათუმის “დინამოს” საშინაო მატჩებს,არც ამჯერად ყოფილა გამონაკლისი.
თითქოს მასპინძლებისთვის ყველაფერი კარგად მიდიოდა ,მე-15 წუთზე პაატა ღუდუშაურმა ბათუმის “დინამო” დააწინაურა, 24-ე წუთზე კი ჯოვინო ფლამარიონმა ულამაზესი გოლით მოახერხა კერესელიძის კარის აღება .
შეხვედრის მიწურულს,41-ე წუთზე იმრანმა 1 გოლის გაქვითვა მოახერხა,46-ე წუთზე კი ბათუმის “დინამოს” რიგებიდან შეხვედრის მთავარმა არბიტრმა,არსენ ნონიკაშვილმა სანდრო ალთუნაშვილი გააძევა.
შეხვედრის მეორე ნახევარი კი დაბალი ტემპით მიდიოდა. 75-ე წუთზე დავით სხირტლაძემ ჩიჩკანის კარი დალაშქვრა შეძლო და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში ,2-2 დაფიქსირდა.
მე-8 ტურის შემდეგ ორივე დინამოსთვის სატურნირო ცხრილში არც არაფერი შეცვლილა.