“დღეის მდგომარეობით, ჩვენ უკვე გვყავს 4 ათასამდე ინფიცირებული ყოველდღიურად, ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ამ შტამს [დელტა ვარიანტს] გააჩნია არა თანმიმდევრული, არამედ ნახტომისებრი ზრდა და მოსახლეობა უკვე ამას აკვირდება, რომ 10-დღიან პერიოდში ჩვენ გვაქვს ნახტომისებრი ზრდა” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
“დღესდღეობით, ჩვენ ინფიცირების ჯამური რაოდენობით მივაღწიეთ 39 ათასამდე შემთხვევას, საიდანაც 6 500-მდე სტაციონარში მკურნალობს, ნაწილი სასტუმროებში, ხოლო, საკმაოდ დიდი ნაწილი – 25 000-ზე მეტი მკურნალობს ბინაზე” – თქვა მან.