LIVE TV
კვირა, იანვარი 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

10 განსაკუთრებული ადგილი იმერეთში, რომელიც ჯერ არ გინახავთ

დაპოსტა 2024/08/11-ში
4.4k
ნახვა
გაზიარება

ზარათის ჩანჩქერი:

სოფელი ზარათი, წყალტუბოში,  მდებარეობს ქუთაისიდან 13 კილომეტრში, ჩრდილო დასავლეთით, რიონის ხეობაში, მოსახლეობა 50 კომლი. ძალიან ლამაზი ლანშაპტია, და დიდი პოტენციალი აქვს ტურისტული თვალსაზრისით

ძევრის გამოქვაბულები: 

სოფელი ძევრი, თერჯოლის მუნიციპალიტეტი

მდინარე ძევრულას ხეობაში, ულამაზეს ბზის კორომებში მდებარეობს კლდეზე ნაკვეთი სხვადასხვა ზომის მღვიმე. 35 000 ათასი წლის წინ, ამ ბუნებრივ გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ პირველყოფილი ადამიანები. გამოქვაბულებამდე მიდის ტყის ვიწრო ბილიკი, მას იყენებდნენ თავშესაფრად და საკულტო ადგილებად.

ძევრის გამოქვაბულებთან მისასვლელი ვიწრო ბილიკი კლდეზე გადის, სადაც ბრინჯაოს უძველესი ქალღმერთის ქანდაკების მონახულებასაც შეძლებ. აქვეა აღმოჩენილი პრეისტორიული ცხოველების ნაშთიც. 

გამოქვაბულებში მოგზაურობა პირველყოფილი ადამიანის ცხოვრების წესსა და პირობებს გაგაცნობს.

სამცვერას ჩანჩქერი: 

სამცვერას ჩანჩქერი – ჩანჩქერი მდინარე ძუსას ხეობაში, სოფელ ზოვრეთის აღმოსავლეთით, სოფელ ქვედა საზანოს სამხრეთ-დასავლეთით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, იმერეთში, ზღვის დონიდან 170 მეტრ სიმაღლეზე.

ჩანჩქერს ზაფხულობით უამრავი ადამიანი სტუმრობს. აქ შეგიძლიათ იცურაოთ მდინარე ძუსაში და ასევე სასიამოვნოდ გაატაროთ დრო ბუნებაში.

როგორ მივიდეთ

ჩანჩქერთან ახლოს გადის ასფალტიანი სამანქანო გზა. გზიდან ჩანჩქერამდე მიდის საფეხმავლო ბილიკი რომლის სიგრძე სულ რაღაც 200 მეტრია. ბილიკზე გადაადგილება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. მანძილი ზესტაფონიდან -15 კმ. თერჯოლიდან -15 კმ.  ქუთაისიდან – 45 კმ.

ქადაგიძის რაფი: 

ქადაგიძის რაფი – 4 მერტის სიმაღლის ჩანჩქერი მდინარე ძუსას ხეობაში, სოფელ საზანოში, თერჯოლის მუნიციპალიტეტი, იმერეთი.

ზაფხულში, როცა წყლის დონე მნიშვნელოვნად იწევს დაბლა, შეგიძლიათ დაინახოთ 25 მეტრის სიგრძის გამოქვაბულის შესასვლელი.

ჩანჩქერის გვერდით შემონახულია ასევე დინოზავრის ნაკვალევი, აქ ასეთი 7 ადგილია მონიშნული.

ზაფხულის ცხელ დღეებში ეს ადგილი ძალიან პოპულარულია ადგილობრივ მაცხოვრებლებში.

 

ყუმისთავის მწვანე კანიონი: 

 

უნდა აღვნიშნოთ ამავე სოფელში მდებარე გაბზარული ტბა:

გაბზარული ტბა –  ბუნების ძეგლი, მდებარეობს იმერეთში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ყუმისთავში, ზღვის დონიდან 166 მეტრზე.

ცუცხვათის 13 სართულიანი მღვიმე:

ცუცხვათის 13 სართულიანი მღვიმე, მსოფლიოში სიძველით ცნობილი ერთ-ერთი პირველი მღვიმოვანია!
🌍მღვიმის უნიკალურობას, სწორედ სართულების სიმრავლე განაპირობებს.
ამ საოცარ ადგილას შემონახულია ქვითკირის კედლები, ქვევრის ნატეხები. სიძველითა და მრავალსართულიანობით ცუცხვათი ერთ-ერთი პირველი მღვიმეა მსოფლიოში, მაგრამ სამწუხაროდ ქართველებში დიდი პოპულარობით არ სარგებლობს და სავარაუდოდ მოსახლეობის 70 %-ს არ უნახავს.

ვრცლად

კაცხის სვეტი:

ზეცისკენ მიმავალი საფეხურია, ეს არის ადგილი, სადაც გამეფებულ მარადიულ სიწყნარეში ღმერთის არსებობას იგრძნობთ.

კაცხის სვეტი მდებარეობს იმერეთში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში. ის მიიჩნევა ჭიათურის სიმბოლოდ, რადგან აქ ძირითადად სწორედ და ბუნების შედევრის სანახავად მოდიან. კაცხის სვეტზე არსებულ პაწაწინა მონასტერში ერთადერთი განდეგილი ცხოვრობს. სამწუხაროდ, კაცხის სვეტზე ქალები არ დაიშვებიან. მისი სიმაღლე დაახლოებით 40 მეტრია. იყო დრო, როდესაც კაცხი კერპთაყვანისმცემლობის მთავარ ადგილს წარმოადგენდა. მოგვიანებით, ის იმ ქრისტიანთა თავშესაფრად იქცა, რომელთაც სურდათ ამქვეყნიურ ცდუნებებს გაქცეოდნენ. აქ არის 131 საფეხურიანი კიბე, რომელიც განდეგილს თითქოს ზეცისკენ მიუძღვება. კიბეზე ასვლას დაახლოებით 20 წუთი სჭირდება.

რაც შეეხება ხედებს, ნამდვილად თვალწარმტაცია. აქ შეგიძლიათ დაინახოთ, თუ როგორ უერთდება ხმელეთი ზეცას.

კაცხის სვეტთან ასასვლელად პირველ რიგში ჭიათურაში უნდა ჩახვიდეთ. (თბილისში დიდუბიდან ყოველ საათში ერთხელ გადის სამარშრუტო ტაქსი, მგზავრობის საფასური 6 ლარია). დაახლოებით 3 საათი სჭირდება ჭიათურაში ჩასვლას.

საბაგიეროების ქალაქი ჭიათურა: 

1954 წელს ჭიათურაში აშენდა სსრკ-ში პირველ სამგზავრო საბაგირო გზა, ქალაქის ცენტრსა და პერევისის სამრეწველო უბანს შორის. სამგზავრო საკიდი საბაგირო გზების რაოდენობა ჭიათურის შემოგარენში ორ ათეულზე მეტია, რაც ერთ ერთი მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში[5]. ჭიათურის სამგზავრო საკიდი საბაგირო გზების პროექტების შედგენა და მშენებლობა ადგილობრივმა ინჟინერებმა განახორციელეს. ამ საქმის გამოჩენილი სპეციალისტი იყო გიორგი ფანცულაია, რომლის პროექტით როგორც ჭიათურაში, ისე რუსეთის სხვა ქალაქებშიც აშენდა საკიდი საბაგირო გზები. 1964 წელს ჭიათურა ტროლეიბუსის ხაზით დაუკავშირდა საჩხერეს.

ზეკარის წითელი მინდვრები: 

ზეკარის სახელით ცნობილი უღელტეხილის ზემოთ მხოლოდ ცა და ღრუბლებია. ირგვლივ თვალუწვდენელ სივრცეებს ნახავ. ეს უღელტეხილი იმერეთშია, თუმცა იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის ულამაზესი პეიზაჟების თვალიერება აქედან ერთდროულად შეგიძლია. ზეკარზე ჰაერიც და წყალიც სამკურნალოა. გოგირდის წყაროები უებარი წამალია მრავალი დაავადებისთვის. სწორედ ამიტომ კურორტ ზეკარს ბალნეოლოგიურ სასწაულს უწოდებენ.

ხის სალოცავები სამტრედიაში

 

კულაშის სინაგოგა  იმერეთის მხარეში, სამტრედიის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იგი XVIII საუკუნით თარიღდება. სინაგოგა ერთსართულიან სადა ხის ნაგებობას წარმოადგენს. შენობის ინტერიერში გვხვდება ორნამენტული მოხატულობა. მის გვერდით დგას ხის დიდი სინაგოგა, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში აუშენებიათ. სინაგოგაში შესვლა და დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

 

ღანირის წმინდა გიორგის სახელობის ხის ეკლესია სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ღანირში მდებარეობს, რომელიც  ხის ეკლესიებში ერთ-ერთი უძველესია. იგი მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ააგეს.

ეკლესია საბჭოთა ტერორისგან ორსულმა ქალებმა იხსნეს. მას ოვალური ჭერი აქვს. ღანირის ხის ეკლესიას „ნოეს კიდობანსაც“ ეძახიან.

თეგები: 10 ალტერნატიული ტურისტული ადგილი იმერეთშიგაბზარული ტბაზარათის ჩანჩქერიზეკარის წითელი მინდვრებიკაცხის სვეტისაბაგიეროების ქალაქი ჭიათურაქადაგიძის რაფიყუმისთავის მწვანე კანიონიცუცხვათის 13 სართულიანი მღვიმეძევრის გამოქვაბულებიხის ეკლესიები სამტრედიაში
გაზიარება1765

დაკავშირებული -პოსტები

“აუცილებელია ვიცოდეთ, რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას” – გია ვოლსკი

იანვარი 24, 2026
75
მთავარი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, აუცილებელია იმ მარშრუტის ზედმიწევნის ცოდნა, რომელსაც საქონელი დახლებამდე გადის, რათა გაირკვეს, თუ რა წარმოქმნის იმ ფასნამატს, „რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს“. როგორც გია ვოლსკიმ, სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირებასთან...

დაწვრილებითDetails

სიახლე ექთნებისა და მეან-ექთნებისის – ნახეთ რა გევალებათ

იანვარი 24, 2026
909
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება. შედეგად, ექთნებს რეესტრში ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ცვლილებები კი 2026 წლის 26 იანვრიდან ამოქმედდება. „ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრის წარმოება სახელმწიფო...

დაწვრილებითDetails

ავადმყოფი ერი ვართ? არა, მაშინ რა ხდება?- კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე პოსტს აქვეყნებს

იანვარი 24, 2026
1.7k
მთავარი

კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე პოსტს აქვეყენებს. "რატომ გახდა კარდიოქირურგია "ცეხავიკების" საქმე?"- სვამს ის კითხვას და სამედიცინო სექტორში არსებულ  მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს: "კომენტარად დავწერე და ვფიქრობ გასტატუსება არ იქნება ურიგო: რატომ გახდა...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

იანვარი 24, 2026
237
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, რუსთავში, არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ასევე არასრულწლოვანია. შემთხვევა გუშინ მოხდა. ფაქტს წინ, სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც 16 წლის...

დაწვრილებითDetails

„ქართული ოცნების” მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“ – ჰელსინკის კომისია ბრიფინგს გამართავს

იანვარი 24, 2026
36
მთავარი

ჰელსინკის კომისია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგს გამართავს, - ამის შესახებ ინფორმაცია კომისიის ვებგვერდზეა განთავსებული. კომისიის ცნობით, ბრიფინგი, სახელწოდებით „ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“, 28 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე...

დაწვრილებითDetails

გერმანიაში საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს

იანვარი 24, 2026
257
მთავარი

გერმანიაში, ქალაქ დუისბურგში, საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას გერმანული მედია "PRESSPORTAL" ავრცელებს. დუისბურგში გერმანიის პოლიციის თანამშრომლებმა 38 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს. მამაკაცი რომელზეც ძარცვისთვის დაკავების ორდერი წინასწარ იქნა გაცემული, ქუჩაში შემოწმების დროს...

დაწვრილებითDetails

ბათუმში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობა დაიწყო

იანვარი 24, 2026
26
მთავარი

ბათუმში, ჩაქვის დასახლების ტერიტორიაზე მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში, 26 696 კვადრატულ მეტრ ფართობზე გათვალისწინებულია მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის ორი იდენტური ბლოკის მოწყობა. ბლოკებში განთავსდება 180 დამოუკიდებელი ვოლიერი,...

დაწვრილებითDetails

ოსკარის ნომინანტები ცნობილია

იანვარი 24, 2026
41
მთავარი

ამერიკის კინოაკადემიამ წლევანდელი ოსკარების ნომინანტები დაასახელა. 13 ნომინაციით ამერიკული ფილმი, პოლ თომას ანდერსონის ბრძოლა ბრძოლის შემდეგ ლიდერობს. 9-9 ნომინაცია მიიღო მარტი დიდებულმა და ფრანკენშტეინმა ოსკარის დაჯილდოების ცერემონია თბილისის დროით 17 მარტს, 4:00 საათზე გაიმართება. 2026 წლის...

დაწვრილებითDetails

პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის – ახალ პრაქტიკას ამკვიდრებს, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

იანვარი 24, 2026
27
ფოტო: მარიამ ნიკურაძე
მთავარი

პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის - ეს გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებების სფეროში მოქმედ ყველა საერთაშორისო სტანდარტს და ახალ პრაქტიკას ამკვიდრებს, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი, - ასე ეხმაურება „საერთაშორისო...

დაწვრილებითDetails

ცვლილება ჯანდაცვის სფეროში, რომელიც 26 იანვრიდან ამოქმედდება

იანვარი 24, 2026
59
xr:d:DAFHIEqHaUk:5,j:31316064576,t:22072217
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება, რომლის ფარგლებში მათ ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ხოლო ახალი რეგულაციები ძალაში 2026 წლის 26 იანვრიდან შევა. დოკუმენტის მიხედვით, რეესტრი უზრუნველყოფს...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».