LIVE TV
პარასკევი, ნოემბერი 21, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

10 ახალი იდეა, რომელსაც ქუთაისელები მერიას ქალაქის განვითარებისთვის სთავაზობენ

დაპოსტა 2019/09/05-ში
411
ნახვა
გაზიარება

ქუთაისის მოქალაქეები ქალაქისთვის იდეებს მერიას სთავაზობენ. ამ ეტაპზე მერიის მიერ შექნილ სპეციალურ ვებ გვერდზე volis.kutaisi.gov.ge  – ზე ამ ეტაპზე სულ 26 იდეაა შესული  მათ შორის და 10 ახალია და ისინი ასე გამოიყურება:

ინგლისური ენა სიღარიბის ზღვარს მიღმე მყოფი პირებისთვის 

პროექტი გათვალისწინებულია სიღარიბის ზღვარზე და მის მიღმა მყოფი პირებისათვის, ვისაც სურს საკომუნიკაციო ინგლისურს დაეუფლოს, რათა უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს შრომით ბაზარზე. საუბარია მსგავსი სასწავლო ცენტრის ამოქმედებასა და გამართვაზე უკვე არსებული ინფრასტრუქტურის ფარგლებში (მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი შენობა ან შენობის ნაწილი, რომელიც გამოდგება ამ მიზნისთვის), ასეთის არარსებობის შემთხვევაში ცხადია ახლის მოძიება და შესაბამის კონდიციებადე მიყვანა იქნება საჭირო, რომლის საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად ძალღონეს არ დავიშურებ. ამ ცენტრში ასევე უნდა მოეწყოს ე.წ. საღამოები, სადაც შეიკრიბებიან ე.წ. თინეიჯერები და ისაუბრებენ მათთვის საინტერესო და აქტუალურ თემებზე, სასურველია მოწვეულ ექსპერტებთან ერთად. მსგავსი საუბრები სკოლაში მქონია ხოლმე ბავშვებთან და ვერ წარმოიდგენთ როგორი მოთხოვნაა მოსწავლეებისაგან.

იპოდრომი

მოგესალმებით, ორიოდე სიტვა ჩემი პროექტის შესახებ, ცხენოსნობა ოდითგანვე ელიტარულ და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო სპორტად ითვლებოდა. ცხენი იმის გარდა, რომ ძალიან ამტანი და გამწევი ძალაა ,ამავ დროულად ძალიან ჭკვიანი ცხოველია ,მას ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია ადამიანის ჯანრთელობისთვის. კერძოდ ცხენით მკურნალობა უნიკალურ შედეგს იძლევა ხერხემლის გამრუდების დროს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, გარდა ამისა ჩვენი შვილები ისწავლიან ცხოველთან მეგობრობას.

 

მიწისქვეშა გადასასვლელი, როგორც უსაფრთხო გადაადგილების საშუალება და “ანდერგრაუნდ” საგამოფენო–გასართობი სივრცე

პროექტის მიზანია, მიწისქვეშა გადასასვლელს დაუბრუნდეს პირვანდელი ფუნქცია, ქვეითთა გადაადგილება გახდეს კომფორტული და უსაფრთხო. მიწისქვეშა გადასასვლელმა, ქვეითის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან ერთად უნდა შეიძინოს დამატებითი ფუნქციებიც. კერძოდ ის იქცეს  ე.წ. “ანდერგრაუნდ” სივრცედ, სადაც სხვადასხვა კულტურული ღონისძიების გამართვა იქნება შესაძლებელი.

 

სანიაღვრე არხების მოწესრიგება

მუსხელიშვილის ქუჩიდან ხარებავას ქუჩამდე სანიაღვრე არხების მოწესრიგება, კოტე მესხის ქუჩაზე არსებული კანალიზაციის და სანიაღვრე არხების დაცალკევება, კოტე მესხის ქუჩის პირველ შესახვევში წყალარინების სისტემის მოწყობა, წმინდა ლუკას ქუჩაზე სკვერის, სპორტული მოედნის და ბავშვთა ატრაქციონის მოწყობა, ასევე გზების კეთილმოწყობა. მაწანწალა ძაღლების იზოლირება.

 

სანიაღვრე არხების მოწესრიგება კაპიტალურად “ავტოქარხნის” ადმინისტრაციულ ერთეულში, გორა–საქუსლიას დასახლებაში

“ავტოქარხნის” ადმინისტრაციულ ერთეულში, გორა-საქუსლიაზე არის 33 ქუჩა, საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული უბანია. სანიაღვრე არხები ფაქტიურად არსად არ არის. დიდი რაოდენობის ნაწრეტი წყალი მიედინება ეზოებში და საცხოვრებელ სახლებში. მოსახლეობა არის გაუსაძლის პირობებში. ამას ემატება წყალარინების სისტემის არარსებობა.

 

ფასადების მოწესრიგება

მრავალბინიანი კორპუსების ფასადების მოწესრიგება, ვინაიდან ცვივა ძველი ბათქაში და საფრთხეს უქმნის ფეხით მოსიარულე მოქალაქეებს,  საფრთხის შემცველია აღნიშნულ კორპუსებში სავენტილაციო შახტები, სახურავებიდან ცვივა აგურები და ასევე საფრთხეს უქმნის ფეხით მოსიარულე მოქალაქეებს.

 

ქუჩებისა და ჩიხების დასაწყისში სპეციალური აბრების განთავსება (ქუჩის დასახელებით)

ქალაქის ქუჩებში, განსაკუთრებით კერძო დასახლებებში თითქმის არსად არ არის განთავსებული ქუჩების და ჩიხების დასაწყისში, ქუჩის დასახელებისა და მიმართულების განმსაზღვრელი აბრები.   “ავტოქარხნის” ადმინისტრაციულ ერთეულში, ე. წ. გორა-საქუსლიას დასახლებაში  სულ 33 ქუჩა და ჩიხია.უცხო პირისთვის თითქმის შეუძლებელია ადგილმდებარეობის გარკვევა (ორიენტირება). ანალოგიური სიტუაციაა ბელინსკისა და მუსხელიშვილის ქუჩების კერძო დასახლებაში.

 

შეცვალეთ საიმიჯო აბრები

ქუთაისის ყველა ცენტრალურ შემოსასვლელში აუცილებელია ქალაქის შესაბამისი ‘სარეკლამო/საიმიჯო’ აბრის გაკეთება. პირველ რიგში დასაზუსტებელი ზოგადად ქალაქს რა დატვირთვა უნდა ჰქონდეს ქვეყნის მასშტაბით, როგორც ჩემთვისაა ცნობილი საუნივერსიტეტო ქალაქის სტატუსი უნდა ჰქონდეს ქუთაისს, შესაბამისად ამ იმიჯის ირგვლივ უნდა დამზადდეს აბრებიც. ზესტაფონიდან შემოსასვლელში რომ ერთი საწყალი ბოძი დგას წარწერით ქუთაისი ძალიან საცოდაობაა, თუ ძალიან არ მიუახლოვდები ვერც კი წაიკითხავ, არა და იქაური ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე შესაძლებელია ძალიან დიდი და ლამაზი აბრის გაკეთება, მაგალითად როგორც HOLLYWOOD, და თუ საუნივერსიტეტო ქალაქის იმიჯს შევინარჩუნებთ ამ აბრის პირველ ასოს დავახუროთ თავზე ე.წ. უნივერსიტეტის ქუდი (მაპატიეთ არ ვიცი ზუსტი სახელი), შესაბამისად სხვა შემოსასვლელბშიდაც შესაძლებელია ჩვენი ღირსშესანიშნაობებით ‘თამაში’ აბრებზე. პლიუს თუ მოგეწონებათ ეს იდეა და ნამდვილად გაკეთდება უშველებელი დიდი აბრა ამ შემოსასვლელში მაშინ აუცილებელია იქნება არ მისული ამ აბრამდე გაკეთდეს დიდი მოედანი საიდანაც შესაძლებელი იქნება წარწერის ფონზე ფოტოების გადაღება. პლიუს იქ ერთი კაფუშკა გაიხსნება ლაღიძის წყლებით რაც ასევე ქუთაისს ეკუთვნის და რამოდენიმე ადამიანიც დასაქმდება. ეს იდეა თუ არ მოგეწონებათ ძალიან გთხოვთ გააკეთოთ რაიმე გრანდიოზული ამ შემოსასვლელში, ქუთაისელებს და არა მარტო ჩვენ , ქუთაისში შემოსვლისას გული გვიძაგძაგებს ხოლმე სიხარულით და რაიმე დიდ აბრას თუ დავინახავთ ხომ საერთოდ ავივსებით სიამაყით. წარმატებები და არ გაჩერდეთ! ქუთაისი იმსახურებს იყოს ერთი ერთი მონახულებადი ქალაქი ევროპაში. მე მიყვარს ქუთაისი!

 

‘კუკუშკა‘ მოწამეთა/გელათი

მოგეხსენებათ რომ ქუთაისის სარკინიგზო გზა ტყიბულის მიმართულებით დიდად დატვირთული არ არის. მე პირადად ვცხოვრობ საფიჩხიაზე და ბავშობიდან მიხაროდა მატარებლის ხმის გაგონება, რომელიც დღეში ან რამდენიმე დღეში ერთხელ ჩაივლიდა ხოლმე.   ბავშობიდან სულ ფეხით დავდიოდით მოწამეთაში, დავადგებოდით ლიანდაგებს და გზას ნამდვილად ვერ ავცდებოდით. ხოდა ძალიან მარტივად შეიძლება რაიმე პატარა ღია მატარებლის დანიშვნა ქუთაისი-მოწამეთას მიმართულებით, ულამაზესია ეგ გზა მთლიანად და დარწმუნებული ვარ ტურისტებიც და ადგილობრივებიც კმაყოფილები დარჩებიან. აი როგორც ბორჯომ-ბაკურიანის კუკუშკა დადის დაახლოებით მსგავს კონტექსტში, ოღონდ აუცილებლად ქუთაისის სარეკლამო. და საერთოდ მოწამეთა-გელათის დამაკავშირებელ საბაგიროსაც გავაკეთებდი (ნუ ეს ცოტა მერეც შეიძლება:)))

 

ალტერნატიული განათლების ცენტრი 

პრობლემა მდგომარეობს იმაში რომ სწავლა-განათლების შესაძლებლობა ბევრს არ ქონდა და ახლაც არ აქვს სხვადასხვა მიზეზების გამო. ეს იდეა კი გულისხმობს, ცენტრის შექმნას სადაც არა მხოლოდ სტანდარტული საგნების შესწავლა იქნება შესაძლებელი, არამედ მთავავარი აქცენტი პრაკტიკული უნარ-ჩვევების სწავლა/დახვეწაზე იქნება.  სოციალური სტატუსის მქონე პირებისთვის.

 

2019 წლის 20 სექტემბრამდე ნემისმიერ მოქალაქეს შეუძლია მერიის მიერ შექნილ სპეციალურ ვებ გვერდზე volis.kutaisi.gov.ge საკუთარი იდეა განათავსოს. მათგან მრჩეველთა საბჭო 3-ს შეარჩევს ხოლო 3-დან ერთ გამარჯვებულს თავად ქუთაისელები შეარჩევენ . გამაჯვებული იდეა 2020 წლის ბიუჯეტში ჩაისმება და დაფინანსდება. 2020 წელს ეს პროცესი სხვანაირად დაორგანიზდება.

 

თეგები: იპოდრომიკუკუშკამიწისქვეშა გადასასვლელისანიაღვრე სისტემაქუთაისი
გაზიარება189

დაკავშირებული -პოსტები

შუბლის არეში დაარტყა მუშტი- მასწავლებლის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას აქვეყნებს 

ნოემბერი 20, 2025
180
მთავარი

მასწავლებლის გიგა ავალიანის  გარდაცვალების საქმესთან დაკაშირებით პროკურატურა ინფორმაციას აქვეყნებს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში გიგა ავალიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შედეგად მისი სიცოცხლის მოსპობის...

დაწვრილებითDetails

“მე რატომ არ ვიცნობ იმ დეტალებს” – გარდაცვლილი მასწავლებლის გიგა ავალიანის დედა

ნოემბერი 20, 2025
158
გიგა ავალიანის დედა
მთავარი

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე პროკურატურას ღია წერილით მიმართავს: გამწარებული დედის ღია წერილი საქართველოს პროკურატურას. მოგესალმებით! მე ვარ არასრულწლოვნების ჯგუფის მიერ მოკლული ექიმის/მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა. საქმე გახმაურებულია,...

დაწვრილებითDetails

 ქუთაისში ინოვაციური იდეების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ნოემბერი 20, 2025
45
მთავარი

 ქუთაისში ინოვაციური იდეების კონკურსის შეფასების პროცესი დასრულდა და ჟიურის გადაწყვეტილებით,  ორი გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა, რომელთა იდეები  ქალაქის ეკოლოგიურად მდგრად განვითარებასა და თანამედროვე ურბანული გამოწვევების გადაჭრისკენა მიმართული.  ღია კონკურსი, ჩატარდა ურბანული...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ახალგაზრდა ქალს ეძებენ

ნოემბერი 20, 2025
793
მთავარი

INFOIMERETi-ის ინფორმაციით 10 დღეა ქუთაისში ახალგაზრდა ქალს ეძებენ. მის პირადი ნივთები გუმათჰესის წყალსაცავთან იპოვეს, თუმცა ჯერ-ჯერობით დაზუსტებული არაფერია.  საგანგებო სიტუაციების  მართვის სამსახური  სამძებრო სამუშაოებს ახორციელებს.  

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს 21 ნოემბერს

ნოემბერი 20, 2025
106
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7067 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7067 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7073 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ქუთაისის გზაზე ავარიაში დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გაედაიცვალა

ნოემბერი 20, 2025
2k
მთავარი

 ქუთაისის გზაზე ავარიის დროს დაშავებული 21 წლის გიორგი ჩოკორაია კლინიკაში გარდაიცვალა - შემთხვევას გიორგის მამა, 50 წლის ბადრი ჩოკორაია, ადგილზე ემსხვერპლა  ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისის საავტომობილო გზაზე 10 დღის წინ მოხდა,...

დაწვრილებითDetails

რა პროდუქტის შეგზავნა შეგეძლებათ გიორგობას ციხეებში

ნოემბერი 20, 2025
188
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 20-21 ნოემბერს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე არის შესაძლებელი. წარმოგიდგენთ იმ კვების პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა მიღების უფლებაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს ამანათის სახით აქვს:...

დაწვრილებითDetails

საჯარო რეესტრმა Eagle Hills საქართველოს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებაზე უარი უთხრა

ნოემბერი 20, 2025
80
ეკონომიკა

საჯარო რეესტრმა Eagle Hills საქართველოს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებაზე უარი უთხრა და ხარვეზების აღმოსაფხვრელად 30-დღიანი ვადა მისცა. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, სარეგისტრაციო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის წარმოსადგენია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი და დამოწმებული სარეგისტრაციო...

დაწვრილებითDetails

თევზის ორ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა – სეს

ნოემბერი 20, 2025
214
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა თევზის საწარმოებში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სეს-ს ინფორმაციით, სააგენტოს თანამშრომლებმა 200-მდე ობიექტი შეამოწმეს, საიდანაც, თბილისში, 2 საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა. 9...

დაწვრილებითDetails

ელექტროშოკური მოწყობილობა სამოქალაქო ბრუნვაში იკრძალება – ცვლილებები“ „იარაღის შესახებ“ კანონში

ნოემბერი 20, 2025
38
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა.“ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, დღეს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე იმსჯელებენ. სიახლის მიხედვით,...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».