LIVE TV
ორშაბათი, სექტემბერი 25, 2023
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები

+12
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მთავარი მთავარი

10 გამორჩეული ადგილი იმერეთში, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო

დაპოსტა 2019/08/04-ში
გაზიარება

იმერეთი თავისი სიმწვანითა და ტურისტებისათის მიმზიდველი ადგილებით გამოირჩევა. “მეგა ტვ” 10 გამორჩეულ ადგილს გაგაცნობთ, რომელიც იმერეთში აუცილებლად უნდა მოინახულოთ.

კიჩხის ჩანჩქერი

კინჩხას (ოკაცეს) ჩანჩქერის ბუნების ძეგლი ხონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იგი მდინარე საწისქვილოს ხეობაში,  სამ საფეხურად გადმომავალ ჩანჩქერების კასკადია. პირველის სიმაღლე დაახლოებით 25 მეტრია, ხოლო მეორე ჩანჩქერის სიმაღლე 70 მეტრამდე აღწევს. ნაკადის მდინარე საწისქვილოსთან შეერთების შემდეგ 20 მეტრში წარმოიქმნება კასკადის მესამე დაახლოებით 35 მეტრი სიმაღლის საფეხური.

კინჩხის ჩაჩქერი, როგორც ტურისტებისათვის, ისე ადგილობრივებისათვის საყვარელი ადგილია. 2019 წლის 6 მაისის შემდეგ კინჩხას ჩანჩქერზე შესვლა ფასიანი გახდა. აქ ტურისტული ინფრასტრუქტურა სპეციალური გადასახედებით  მოეწყო.

ოკაცეს კანიონი

ოკაცეს კანიონი  ხონის მუნიციპალიტეტში,  სოფელ  გორდში   მდებარეობს. ტურისტული ადგილი  2-3 საათიანი საინტერესო საფეხმავლო მარშრუტს, დადიანების ისტორიულ ტყე-პარკსა და 780 მ სიგრძის კიდულ ბილიკს გაივლის და პანორამული გადასახედით სრულდება. კანიონი გამორჩეულია მისი ხედებით, რაც მას ტურიტებისათვის საყვარელ ადგილად აქცევს.

კაცხის სვეტი

კაცხის სვეტის სამონასტრო კომპლექსი  საჩხერე-ჭიათურის ეპარქიაში მდებარეობს. ეს სვეტი 40-45 მეტრი სიმაღლისაა და მასზე ასვლა მხოლოდ ვიწრო რკინის კიბითაა  შესაძლებელი. კაცხის “სვეტი” ტექტონიკური ძვრების შედეგად წარმოქმნილ კლდოვან მასას წარმოადგენს.

მის  ზედა ბაქანზე ორი ეკლესია დგას.  ძეგლის უნიკალურობიდან გამომდინარე კაცხის სვეტი ტურისტებისათვის საყვარელ ადგილს წარმოადგენს.  გაოცემას იწვევს კლდოვან სვეტზე აგებული  ეკლესიები.

სათაფლია

სათაფლიის აღკვეთილი  წყალტუბოში   მდებარეობს. აქ ვიზიტორებს შეუძლიათ მოინახულონ, როგორც  დინოზავრის გაქვავებული ნაკვალევი, ასევე  სათაფლიის კარსტული მღვიმე. მისი სიგრძე 900 მეტრია, სიმაღლე 10 მეტრი, ხოლო სიგანე 12 მეტრი. აქვეა  კლდის ბილიკი, კოლხური ტყე მისი პანორამული გადასახედებით.

პრომეთეს მღვიმე

მღვიმე, ულამაზესი ნაღვენთი ფორმებით გამოირჩევა, აქ ნახავთ განსაკუთრებული ფორმის სტალაქტიტებს, სტალაგმიტებს, სტალაგნატებს, ჰელიქტიტებს, გაქვავებულ ჩანჩქერებსა და ჩამოკიდებულ ქვის ფარდებს. მღვიმის ფართობია 46,6 ჰა. გაითვალისწინეთ რომ მღვიმეში საკმაოდ გრილა.

 

ვანის აბანოები

გოგირდოვანი მინერალური წყლის აუზები ვანში  ყველა მსურველისთვის ღიაა. აუზები სოფლებს ბზვანსა და ამაღლებას შორის ცენრალური გზიდან 1 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ქუთაისიდან ავტომობილით ვანის აუზებამდე მისასვლელად 50 წუთი დაგჭირდებათ. წყლის ტემპერატურა 41 გრადუსია. იგი სამკურნალო გამაჯანსაღებელი თვისებებით გამოირჩევა. აბაზანებთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოწყობილი არ არის. ასევე გზაზე არ დგას მაჩვენებლი ნიშნები.

 

წყალტუბო-ბალნეო კურორტი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი გამორჩეულია არამარტო მისი კარსტული მღვიმეებით, არამედ თავისი სტატუსითაც.  ქალაქი წყალტუბოც ცნობილია როგორც ბალნეო კურორტი.

იგი პოპულარობით ჯერ კიდევ XII-XIII საუკეუნეებიდან სარგელბლობს.   ქალაქში ამ ეტაპზე 3 წყარო (№1, №3, №6)” და ბალნეოლოგიური ცენტრი   ფუნქციონირებს.  კურორტის უნიკალურობა მის მინერალურ წყაროებშია. თბილი (35 გრადუსი), მსუბუქი, უსუნო წყალი წინასწარი გათბობის გარეშე პირდაპირ აბაზანებში მიედინება , მათში აღმოჩენილი ბიოაქტიური მიკროელემენტები,სხვადასხვა დაავადებების მკურნალობის პროცესში , დიდ როლს თამაშობენ.

გამორჩეულია წყალტუბო  აქ არსებული შენობების არქიტექტურითაც.

გაბზარული ტბა

გაბზარული ტბა წყალტუბოში სოფელ ყუმისთავში მდებარეობს. იგი კლდის ტბას წარმოადგენს და კლდის სიღრმეში ზედაპირიდან 25 მეტრის სიღმეზე მდებარეობს . თუკი ზაფხულის რამდენიმე დღის სასიამოვნო ბუნებაში ლამაზად გატარება გიყვართ და  თან ლაშრობების მოყვარულიც ხართ აუცილებლად ეწვიეთ სოფელ ყუმისთავს და გაბზარულ ტბას.

ქალაქ წყალტუბოდან   სოფელ  ყუმისთავამდე -7,5 კილომეტრია, ხოლო სოფელი ყუმისთავიდან – გაბზარული ტბის ბუნების ძეგლამდე  მანძილი 3 კილომეტრია.

ხანის ჩანჩქერი

სოფელ ხანის სამხრეთ-აღმოსავლეთით 4 კმ-ში, მდინარე ხანისწყლის ხეობაში მდებარეობს ყველაზე წყალუხვი და მაღალი ჩანჩქერი ბაღდათის მუნიციპალიტეტში. ჩანჩქერი დაახლოებით 25–30 მეტრი სიმაღლისაა. მზის სხივებზე წყლის წვეთები ცისარტყელას ფერებში გადადის და უმშვენიერეს სანახაობას ქმნის. ცხელ ზაფხულში ჩანჩქერთან ყოფნა უდაბნოს ოაზისივით მაცოცხლებელია. ჩანჩქერის მახლობლად მდინარე ჩადის კლდეში და რამდენიმე მეტრის შემდეგ კვლავ ამოდის, ამ ადგილს ადგილობრივები ,,ქვახველიას“ უწოდებენ. ბუნების ამ საოცრებების ნახვა, ხელით შეხება და შეგრძნება სიცოცხლის ელექსირია. მანძილი თბილისიდან 252 კმ. ბაღდათიდან 28 კმ. ქუთაისიდან კი 56 კმ-ია.

ბაგრატი-გელათი -მოწამეთა

იმერეთი გამორჩეულია მისი ხუროთმოძღვრებით. აქ ჩამოსულ სტუმრებს ვურჩევთ ქუთაისთან ახლოს მდებარე  ტაძარები (ბაგრატი-გელათი -მოწამეთა)  აუცილებლად მოინახულონ .

ბაგრატის ტაძარი ქუთაისში, უქიმერიონის გორაზე მდებარეობს. გელათი-გელათის მონასტერი -. ქუთაისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელას ხეობაში მდებარეობს და იუნესკოს ძეგლთა ნუსხაშია შეყვანილი. მოწამეთა – ქუთაისიდან ექვსი კილომეტრის დაშორებით, სოფელ მოწამეთაში მდებარეობს. აქ მოხვედრა შეიძლება როგორც რკინიგზით, ისე სამანქანო გზით.

გისურვეთ საინტერესო და სასიამოვნო დროის  გატარებას იმერეთში.

 

 

 

თეგები: ბაგრატიგაბზარული ტბაგელათივანის აბანოებიიმერეთიკაცხის სვეტიკინჩხამოგზაურობამოწამეთაოკაცეპრომეთესათაფლიატურიზმიტურისტული ადგილებიქუთაისიწყალტუბოხანის ჩანჩქერი
გაზიარება3672

დაკავშირებული -პოსტები

ძალიან მაგარი 3 ქულა ავიღეთ,”საბურთალოსთან” გასვლაზე იოლი არ არის გამარჯვება-გიორგი მიქაძე

სექტემბერი 24, 2023
6
მთავარი

"ძალიან მაგარი თამაში მოვიგეთ,კარგად ვითამაშეთ მე ვთვლი.შეტევაშიც არ გამოვიყურებოდით ცუდათ,ბევრი მომენტი შევქმენით მაგრამ სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ.დაცვაშიც მგონია რომ ნორმალურად ვითამაშეთ.ძალიან მაგარი 3 ქულა ავიღეთ,საბურთალოსთან გასვლაზე იოლი არ არის გამარჯვება.უნდა მოვემზადოთ...

დაწვრილებით

ლერი აბულაძე ბერძნულ-რომაული ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონია

სექტემბერი 24, 2023
19
მთავარი

ლერი აბულაძე ბერძნულ-რომაული ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონია ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ფინალში მურად მამადოვი დაამარცხა!

დაწვრილებით

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

სექტემბერი 24, 2023
27
მთავარი

"რაც ეხება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს, ყველას მიერ პროფესიონალად და გამოცდილ კადრად აღიარებული გიორგი ბაქრაძის კანდიდატურის საჯარო და სამარცხვინო ჩაგდების შემდეგ, საჭირო გახდა უმრავლესობის მიერ წარმოებული ამ მანკიერი პროცესის...

დაწვრილებით

ჩვენთვის ყველა ადამიანი მნიშვნელოვანია-ზელენსკი

სექტემბერი 24, 2023
13
მთავარი

"ჩვენთვის ყველა ადამიანი მნიშვნელოვანი და ყველა ქალაქს აქვს მნიშვნელობა. საზღვარი უკრაინასა და რუსეთს შორის არის არა მხოლოდ აბსოლუტურად მკაფიო სახელმწიფო საზღვარი პოლიტიკურ რუკაზე, არამედ საზღვარი ადამიანების სულებში. უკრაინელები არ ანადგურებენ,...

დაწვრილებით

ვინ არის ქუთაისის აეროპორტის მემილიონე სტუმარი

სექტემბერი 24, 2023
746
მთავარი

ქუთაისის აეროპორტმა მემილიონე სტუმარი მიიღო. ის გერმანელი მოგზაურები და ბლოგერი  პიტერ გოცინგერი აღმოჩნდა. პიტერი მეუღლესთან ერთად დღეს 15:30 საათზე ფრანქფურტიდან ქუთაისის აეროპორტში ჩამოფრინდა. ოჯახი საქართველოში დარჩენას ერთი თვით აპირებს, ისინი...

დაწვრილებით

უმამობა ვერ შეძლო და მასთან წავიდა – რას წერენ ახლობლები გარდაცვლილი ექიმის შესახებ

სექტემბერი 24, 2023
3.2k
მთავარი

,,მზე გოგო მომიკვდა დღეს" ,,ვერაფრით ვხსნი ამ უბედურებას... უნდა დამუნჯდე,სიტყვები უძლურია.😥 უმამობა ვერ შეძლო და მასთან წავიდა... უფალო,შეიფარე!.." ,,ნუთუ ვერასოდეს შემოაღებ ჩვენი განყოფილების გაკეთება მონო. ძნელად წარმოსადგენი დილა გათენდა, მეხის...

დაწვრილებით

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო

სექტემბერი 24, 2023
31
მთავარი

დაკავებული ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძისა და ზვიად კუპრავას სასამართლო პროცესი 23 ოქტომბრამდე გადაიდო. ოპოზიციონერები სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს

დაწვრილებით

ახალგაზრდა კაცი ხულოში ბეტონის გადამამუშავებელ დანადგარში მოყვა და ადგილზე დაიღუპა 

სექტემბერი 24, 2023
44
მთავარი

უბედური შემთხვევა ხულოში - ახალგაზრდა კაცი ბეტონის გადამამუშავებელ დანადგარში მოყვა და ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა სოფელ ვაშლოვანში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამუშაოების...

დაწვრილებით

ბატონი ბიძინას გეგმების შესახებ იცის ბატონმა ბიძინამ-ოდიშარია

სექტემბერი 24, 2023
19
მთავარი

"ბატონი ბიძინას გეგმების შესახებ იცის ბატონმა ბიძინა და იმ ადამიანებმა, ვინც არიან საჯარო რეესტრის ამონაწერებში. თუ ის დააპირებს აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში შემოსვლას, ამაში ვერაფერ ცუდს ვერ ვხედავ, ასეთი გამოცდილების ადამიანი,...

დაწვრილებით

ქუთაისში ექიმი გარდაიცვალა

სექტემბერი 24, 2023
4.9k
მთავარი

ქუთაისში ექიმი მონიკა დანელია გარდაიცვალა. ინფორმაციას თანამედროვე სამედიცინო  ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი ავრცელებს. ,,არაჩვეულებრივი ადამიანი ,განსაკუთრებულად თბილი ურთიერთობებით გამორჩეული, პროფესიონალი და გულისხმიერი ექიმი დააკლდა ჩვენს კლინიკას. კლინიკის ადმინისტრაცია, თანამშრომლები ღრმა...

დაწვრილებით
მეტის ნახვა
მთავარი

ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭოს წევრების ვინაობა ცნობილია

ნოემბერი 14, 2022
3.8k
მთავარი

მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა შეიძლება შეიზღუდოს

ივნისი 6, 2022
103
ეკონომიკა

რუსეთი ზეთზე საექსპორტო გადასახადს ზრდის

ივნისი 1, 2022
59





+12











.

No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. შესვლა!

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

შესვლა!