“გარდაიცვალა ემიგრატი…ამერიკაში..ვუსამძიმრებთ საქართველოს და ოჯახს . ემიგრატების სახელით.უფალმა გაუნათოს ცათა სასუფეველი…ამ ახალგაზდა ვაჟკაცის სულს (გიორგი ნინიკური.giorgi ninikuri.)გარდაცვლილი!”-ვკითცულობთ სოციალურ ქსელში.
“ინფო რუსთავის”-ს ინფორმაციით, 30 წლის გიორგი ნინიკური, ნიუ-იორკში ცხოვრობდა. ახალგაზრდის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
გარდაცვლილის ახლობლების ნაწილი ამბობს რომ, 30 წლის კაცი გულის შეტევით გარდაიცვალა, თუმცა ჯერჯერობით ექსპერტიზის დასკვნა ცნობილი არ არის.
არსებული ინფორმაციით ახალგაზრდა ამერიკაში 1 თვის წინ გაემგზავრა, მანამდე ის რუსთავში დაცვის სამსახურში მუშაობდა.