ტაილანდში 1 თვის ბავშვი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, პატარა ბანგკოკის ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტში მკურნალობდა. ექიმები მას ოთხ სხვადასხვა ანტივირუსულ პრეპარატს აძლევდნენ.
„მკურნალობისთვის სტრატეგია პაციენტისთვის მედიკამენტების 10 დღის განმავლობაში მიცემას გულისხმობდა. მის ჯანმრთელობას ყოველდღიურად ვამოწმებდით და სამი-ხუთი დღის შემდეგ რენტგენმა ეტაპობრივი გამოჯანმრთელების ნიშნები აჩვენა“, – აღნიშნა ინსტიტუტის პედიატრმა ვისალ მოოლასარტიმ.
გამოჯანმრთელებული ბავშვის ფოტო Reuters-მა გაავრცელა. სურათი სააგენტოს ფოტოგრაფმა, ხორხე სილვამ გადაიღო.










