1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9700 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9700 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9636 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0064 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2738 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2683 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0055 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.