LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საქართველოში წითელი ცირკულარით ძებნილი 12 პირი დააკავეს

დაპოსტა 2025/08/13-ში
A A
89
ნახვა
გაზიარება

 

საქართველოში წითელი ცირკულარით ძებნილი 12 პირი დააკავეს

შსს ბრიფინგი გაიმართა:

,,გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, მიმდინარე წლის 14 მარტს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ლ.ჯ.-ს განზრახ მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზების, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-გასაღების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით, კიდევ 3 პირი – გ.მ., გ.კ. და მ.ბ. დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს გ.ჯ.-სა და დ.მ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ძმები დ.მ. და გ.მ. ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებულ და სხვადასხვა საკითხებზე, დაპირისპირებულები იყვნენ ლ.ჯ.-სთან და გააჩნდათ პირადი მტრული მოტივი მის მიმართ, რის გამოც მისი შეკვეთით მკვლელობის ორგანიზება მოახდინეს. დაპირისპირებაში მყოფი პირები დაუკავშირდნენ გ.ჯ.-ს და დანაშაულის სისრულეში მოყვანის მიზნით, პირის მოძიებაში დახმარება სთხოვეს.

დანაშაულში ჩართული პირების მონაწილეობით მოძიებულ იქნა პირი-გ.ჯ.-ს პირადი დაცვის თანამშრომელი, რომელიც გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაგეგმილ მკვლელობას სისრულეში მოიყვანდა. ასევე დგინდება, რომ გ.ჯ.-მ და გ.კ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები, რომელთაგან ერთ-ერთი საბოლოოდ, გ.მ.-სა და დ.მ-ს მეშვეობით გ.უ.-ს გადაეცა ხსენებული მკვლელობის განხორციელების მიზნით.

გ.უ.-მ მიმდინარე წლის 14 მარტს, ჭავჭავაძის გამზირზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ლ.ჯ. მოკლა, ხოლო მის თანმხლებ პირს მიაყენა სხეულის დაზიანება.

საქმეზე ჩატარებულ იქნა მთელი რიგი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები, გამოიკითხა ათეულობით მოწმე, მათ შორის მ.ბ., რომელმაც ცრუ ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას და დაფარა დანაშაული.

ამოღებული და გაშიფრულია ათობით საათის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, დანიშნულია ექსპერტიზები, ჩატარებულია მობილური ტელეფონების და მათი მომსახურე ანძებიდან ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება, ამოღებულია არაერთი ნივთიერი მტკიცებულება.

როგორც მოგეხსენებათ, სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული გ.უ. მომხდარიდან მალევე დააკავეს, ასევე, დაკავებულია პირი ვის სახელზე წარსულში რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდანაც განხორციელდა მკვლელობა.

მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე, 236-ე, 375-ე და 370-ე მუხლებით.

გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, ამ ეტაპზე დაუდგენელი პირების (მათი არსებობის შემთხვევაში) პასუხისგებაში მიცემის მიზნით.”  – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება36

დაკავშირებული -პოსტები

რამდენიმე საათია 22 მედიასაშუალების ვებ-გვერდი გათიშულია

by მეგა TV
აგვისტო 13, 2025
0
პრესის თავისუფლების 2023-ის ინდექსში საქართველოს მდგომარეობა 26 პოზიციით გაუარესდა
მთავარი

რამდენიმე საათია 22 მედიასაშუალების ვებ-გვერდი გათიშულია, მათ შორის "ნეტგაზეთი", "ბათუმელები", "პუბლიკა" ON.GE, "მედია ჩეკერი", იმერეთში მოქმედი სააგენტოების "ინფო იმერეთისა" და "ქუთაისი პოსტის" საიტები და სხვა. ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია.

დაწვრილებითDetails

ევროპაში ტყის ხანძრებს ებრძვიან, არის მსხვერპლი

by მეგა TV
აგვისტო 13, 2025
0
ევროპაში ტყის ხანძრებს ებრძვიან, არის მსხვერპლი
მთავარი

სამხრეთ ევროპის ზოგიერთ ნაწილში ათობით ხანძარს ებრძვიან, რამაც, სულ მცირე, სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ათასობით ადამიანი კი აიძულა, საკუთარი სახლები დაეტოვებინათ. იტალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, პორტუგალიისა და ბალკანეთის ზოგიერთ ნაწილში წითელი განგაში გამოცხადდა,...

დაწვრილებითDetails

დიდი საფრთხის მატარებელია, როდესაც ხილ-ბოსტნეული იყიდება გზის პირას

by მეგა TV
აგვისტო 13, 2025
0
ხილი, რომელიც კიბოს უჯრედებს კლავს
მთავარი

„მაქსიმალურად უნდა მოერიდოს მომხმარებელი გზის პირას განთავსებული ხილ-ბოსტნეულის ყიდვას“, - ამის შესახებ სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული ხილ-ბოსტნეულის შერჩევის წესებზე საუბრისას „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს. მისი განმარტებით, ავტომობილების გამონაბოლქვი შეიცავს ტყვიას, რომელიც...

დაწვრილებითDetails

სასულიერო პირი მოულოდნელად გარდაიცვალა

by მეგა TV
აგვისტო 13, 2025
0
სასულიერო პირი მოულოდნელად გარდაიცვალა
მთავარი

რუსთავის წმ. ცამეტი ასურელი მამის სახელობის სამლოცველო სახლის წინამძღვარი დეკანოზი კახაბერ ტაბატაძე 64 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა დეკანოზი კახაბერის წმ. ცამეტი ასურელი მამის სახელობის სამლოცველო სახლის დამაარსებელი იყო და 2004...

დაწვრილებითDetails

არაადამიანურად მოექცნენ, სახტად დატოვეს რამდენიმე ათეული ადამიანი – რას წერს ალიმი ხერხაძე

by მეგა TV
აგვისტო 13, 2025
0
არაადამიანურად მოექცნენ, სახტად დატოვეს რამდენიმე ათეული ადამიანი – რას წერს ალიმი ხერხაძე
მთავარი

ქუთაისში, სამხედრო ჰოსპიტლის თანამშრომელი ალიმი ხერხაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „რეორგანიზაციის“ საბაბით, საჯარო სამსახურიდან გაათავისუფლეს. მისი თქმით, გათავისუფლების მიზეზი 2024 წლის ნოემბერში, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა მიერ გამოქვეყნებულ პეტიცია გახდა, რომელსაც...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი, მათ შორის უბნის ინსპექტორი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 13, 2025
0
ქუთაისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი, მათ შორის უბნის ინსპექტორი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. გამოძიებით...

დაწვრილებითDetails

გამოქვეყნდა საგამაგისტო გამოცდების შედეგები

by მეგა TV
აგვისტო 13, 2025
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

გთავაზობთ საერთო სამაგისტრო გამოცდის ოთხივე ნაწილის (წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა) პირველად შედეგებს. სისტემაში შესვლა შესაძლებელია პირადი ნომრითა და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდით. იმ შემთხვევაში, თუ...

დაწვრილებითDetails

თურქეთში ბოლო 2 დღის განმავლობაში 879 მიწისძვრა დაფიქსირდა

by მეგა TV
აგვისტო 13, 2025
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

თურქეთში, ბალიქესირის პროვინციაში მომხდარი ძლიერი, 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ, ბიძგები არ წყდება. ბოლო 2 დღის განმავლობაში 879 მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს...

დაწვრილებითDetails

საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის პარტიული სიების წარდგენის წესებს და ამასთან დაკავშირებით არსებულ სიახლეებს განმარტავს

by მეგა TV
აგვისტო 13, 2025
0
ცესკო- ჩვენთვის უცნობია ის მოტივი, რის საფუძველზეც ივანე ბურდულმა მიიღო გადაწყვეტილება
არჩევნები

საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის პარტიული სიების წარდგენის წესებს და ამასთან დაკავშირებით არსებულ სიახლეებს განმარტავს. როგორც ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის რეგისტრირებულ პარტიას უფლება აქვს...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მოქალაქეების, ჟურნალისტების და სხვა პირების მიმართ ფიზიკური თავდასხმების, დაშინებისა და ძალადობის მუქარის შესახებ ცნობები მთელი წლის განმავლობაში ვრცელდებოდა – სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

by მეგა TV
აგვისტო 13, 2025
0
ბაიდენის ადმინისტრაციაში შიშობენ, რომ ირანი შესაძლოა ისრაელს თავს დაესხას
მთავარი

მოქალაქეების, ჟურნალისტების და სხვა პირების მიმართ ფიზიკური თავდასხმების, დაშინებისა და ძალადობის მუქარის, იძულებისა და შევიწროების შესახებ ცნობები მთელი წლის განმავლობაში განუწყვეტლივ ვრცელდებოდა. ასეთ შემთხვევებში ასევე არ არსებობდა ანგარიშვალდებულება, - ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"