LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ჰყავდა ფსიქოლოგიურ წნეხში, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით თუ ცოლად არ გაჰყვებოდა – მამის ემოციური პოსტი, რომელიც არასრულწლოვანი შვილის მოძალადისგან დაცვას უშედეგოდ ცდილობს

ჰყავდა ფსიქოლოგიურ წნეხში, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით თუ ცოლად არ გაჰყვებოდა – მამის ემოციური პოსტი, რომელიც არასრულწლოვანი შვილის მოძალადისგან დაცვას უშედეგოდ ცდილობს

დაპოსტა 2020/06/18-ში
A A
530
ნახვა
გაზიარება

ჰყავდა ფსიქოლოგიურ წნეხში, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით თუ ცოლად არ გაჰყვებოდა – არასრულწლოვანი თინის მამა, ვახო ჭუმბურუძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელშიდაც მოძალადესა და გამოძიების დროს მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს. ოჯახი დახმარებას ითხოვს.

“მეგა ტვ” პოსტს უცვლელეად გთავაზობთ:

გამარჯობა,
მე ვარ ვახო -თინის მამა!
ცოტას მოგიყვებით ჩვენს შესახებ თქვენის ნებართვით

თინის დაბადებას დავესწარი და ეს პატარა არსება რომ მანახეს, რომელიც არ ტიროდა და უბრალოდ თვალებს აცეცებდა გული, სული შემეკრა და მას მერე სიგიჟემდე მიყვარს. მე პატარა ვიყავი, ისიც პატარა იყო და ერთად გავიზარდეთ. ახლა უკვე 15 წლის ქალიშვილი მყავს და მუდამ ვამაყობ მისით, რომელმაც დამოუკიდებლად გადაწყვიტა სამსახურის დაწყება და თითქმის ერთი წლის განმავლობაში მაკდონალდსში იმუშავა, რომელმაც იცის მეგობრის ფასი, რომელსაც ძალიან დიდი გული აქვს, კატა რომელიც გვყავს- გადაარჩინა სიკვდილს და მოუარა (ახლა უკვე 3 წელია სახლშია და განებივრებულია). უფრო პატარა იყო, როდესაც გეგმავდა სოციალურ პროექტებს და ბავშვებს ეხმარებოდა და რაც მთავარია ერთ-ერთი თავისი დაბადების დღე თავისი სურვილით გადაიხადა ბავშთა სახლში.(რადგან უნდოდა რომ ბავშვები გაეხარებინა, რომლებიც მოკლებულნი იყვნენ მშობლების სითბოს )

მოსაყოლი ბევრი მაქვს, მაგრამ მირჩევნია ძალიან არ მოგაბეზროთ თავი.

ახლა მთავარი:
6 ივნისს გავიგე, რომ ჩემს შვილს აწუხებდა ერთი სრულწლოვანი ტიპი, რომელსაც ჰყავდა ფსიქოლოგიურ წნეხში, რომელიც ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით თუ ცოლად არ გაჰყვებოდა 🙂 და ნუ კიდევ ბევრი რამ რაც არ მინდა საჯაროდ გამოვიტანო. (რადგან არ მინდა კიდევ ერთხელ მივაყენო ზიანი ისევ ჩემს შვილს, რომელსაც ნერვული სისტემა დაუზიანდა)

რა გავაკეთე მე როდესაც ეს ამბავი გავიგე?

-დავუკავშირდი მის მშობელს და ვთხოვე შეხვედრა მასთან და მის ნაბიჭვარ შვილთან.
-დამთამხდა.
-შემდეგ დამირეკა და მითხრა რომ გაექცა და ვეღარ მოჰყავდა.
-კი ბატონო, მაშინ ავირჩევ გზას, რომ სამართლებრივად გავარკვიო საკითხები, რადგან მე ნაღდად არ მაქვს ლანჩხუთში ამის დევნის თავი და შესაბამისად მივმართავ პოლიციასთქო.
-მეორე დღეს ვისაუბრეთ მისმა “ბიძამ” და მე, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ. ჩვენი საუბრიდან გამომდინარე ამ ადამიანმა ბევრი ბოდიშები მიხადა და თავის თავზე აიღო ეს საკითხი, რომ არასდროს ესეთი ამბავი აღარ განმეორდებოდა. ცოტა რთული დასაჯერებელი იყო, მაგრამ ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე ასე დავიშალეთ.
ჩვენი საუბრიდან არ იყო გასული 4 საათი, როდესაც ეს მანიაკი საღამოს დახვდა ჩემს შვილს პადიეზდთან ორ თამხლებ პირთან. როგორღაც მოახერხა თინიმ და ამოასწრო სახლში, გულამოვარდნილი, შეშინებული და კრუნჩხვებში.
-გამასწრო ამ ნაბიჭვარმა
-რა გავაკეთე?
-მეგობრების რჩევით, რომლებიც მოგროვდნენ ამ შემთხვევიდან ძალიან მალე გამოვიძახეთ პოლიცია და დავიწყეთ სამართლებრივი მოქმედება.

აი აქ დაიწყო კინოს მთავარი განვითარება.

12 დღეა დავდივართ პოლიციის განყოფილებაში, ვაღამებთ, ვათენებთ, გვართმევენ ჩვენებებს, თინის დაუნიშნეს სამხარაულის ფსიქატრიული ექსპერტიზა-ეგეც გავაკეთეთ არის საშინელი ბიუროკრატია. ამ დროს რა ხდება ეს ტიპი დადის გარეთ არხეინად. ხან მე დამიკომენტარებს რამეს-წაშლის ხან სხვას მიახტება. თინის კიდევ მიწერა ამ პერიოდში.
შედეგი არის -0
გადავინაცვლეთ პროკურატურაში მე-11 დღეს 🙂 პროკურორმაც დაჭერას სავარაუდოდ ვერ შევძლებთო, მაგრამ აკრძალვას გავუკეთებთო ამ შუამდგომლობით შევალთო. 🙂

ესე გაღიმებული გამოვედით და მეორე დღეს ისევ პოლიციაში დაგვიბარეს, რომ თინი როგორც დაზარალებულად ეცნოთ.

პოლიციის შესასვლელთან დამხვდა ეს ტიპი მომღიმარი ცინიკური სახით. წამის მეასედი დამაკლდა ალბათ რომ იქვე ჩამედო მიწაში.
რა თქმა უნდა ისევ გაიწელა აქ საქმე და სადღაც 3 საათი დავყავით განყოფილებაში, ეს ტიპი სხვა ოთახში ყავდათ სანამ ჩვენს საქმეს ასრულებდნენ.
და რაც მთავარია, როდესაც გარეთ ვიდექით ეს პიროვნება ფანჯრიდან ხან ტაშს გვიკრავდა ხან გვიღიმოდა-მიზანმიმართული პროვოკაციას ასრულებდა.

ეს ტიპი დღეს დადის ქუჩაში ცინიკური სახით:)

და მე რა გავაკეთე?

ისედაც დასტრესილი ბავშვი ვატარე 12 დღე განყოფილებაში ბებიასთან ერთად რადგან მე მოწმის სტატუსი მქონდა და ბებია უნდა ყოფილიყო არასრულწოვანის წარმომადგენელი.

-კარგი გასაგებია სჭირდება გამოძიებას, ცოტაც გავუძლოთ მამი და ესე ვამშვიდებდი. და ბოლოს რა მოხდა მე-12 დღეს ამ ტიპმა შემაცილა პოლიციის განყოფილებაში ღიმილით და ცინიზმით.

ჩემს ერთადერთ შვილს, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს, რომელიც ჩემი გაზრდილია ამას რომ ერთი ღერი თმა ჩამოუვარდეს ალბათ ყველა მიხვდება მე რისი გამკეთებელი ვარ-

ამიტომ მე დარწმუნებული არ ვარ ამ ნაბიჭვრის საქციელში შესაბამისად რამე რომ მოხდეს და მერე ვინ დამიცავს? 🙂

გულის სიღრმეში ნამდვილად არ მქონდა სურვილი და არც არასოდეს არ მექნება ვინმეს დაჭერის ან გამწარების, მაგრამ ეს ყველაფერი გუშინდელმა საქციელმა ჩამიკლა, როდესაც მის ავადმყოფურ გამომეტყველებას და ცინიკურ ღიმილს პირისპირ შევასკდი.

ამ საქმეს მე ესე ვერ დავტოვებ და არც ვიღაც ლანჩხუთელი მანიაკის შიშით ვერ ვაცხოვრებ ჩემს ოჯახს.

ან მოხდება ფაქტების სწორად დალაგება ან ნუ მაშინ მოვითხოვ თქვენს დახმარებას ვისაც როგორ შეგიძლიათ და ვისაც კონკრეტულად ესეთი ტიპის საქმეზე გიმუშავიათ.

(ფსიქოლოგი, ადვოკატი)

PS: რაც შეეხება პოლიციას და გამომძიებლებს ვერ დავმალავ რამდენად გულთან ახლოს მიიღეს ეს საკითხი და ნამდვილად წუხდნენ გამოძიების მიმდინარეობის დროს-მადლობა ამისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia
საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia

თუ თქვენ ვერ დამიცავთ – მომიწევს ჩემით თავის დაცვა და ეს სტატუსიც ბარემ აქ იყოს-წინასწარ საქმის კურსში გაყენებთ.?” – წერს ვახო ჭუმბურიძე

 

პირს, რომელიც 15 წლის გოგოს ემუქრებუდა ბრალი წარუდგინეს

 

გაზიარება256

დაკავშირებული -პოსტები

“მძინარე ჩაცხრილეს ცოლის თვალწინ”- სასტიკი მკვლელობა დუშეთში

by თამარა ქავთარაძე
მარტი 14, 2026
0
“მძინარე ჩაცხრილეს ცოლის თვალწინ”- სასტიკი მკვლელობა დუშეთში
მთავარი

მკვლელები ადგილობრივები, დუშელები არიან - აკო გოგოლაური და ტარიელ ვერძეული. ამბობენ, რომ მკვლელებს და მოკლულს ადრე ჰქონდათ ერთმანეთში კონფლიქტი, ოღონდ, რას უკავშირდება არ ვიცით. მეგობრები ყოფილან და რას უკავშირდება დაპირისპირება,...

დაწვრილებითDetails

ერთი პატარა საოცრად თბილი და სიყვარულით სავსე მეგობარი მყავდა – გარდაიცვალა სკოლის მოსწავლე

by მეგა TV
მარტი 14, 2026
0
ერთი პატარა საოცრად თბილი და სიყვარულით სავსე მეგობარი მყავდა – გარდაიცვალა სკოლის მოსწავლე
მთავარი

106-ე სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა მე-8 კლასელი ნინო ჯიხაია. როგორც ცნობილია გოგონა სიმსივნეს ებრძოდა. "უდიდესი ტკივილითა და სევდით ვემშვიდობებით ჩვენი სკოლის მე-8 კლასის გამორჩეულ მოსწავლეს – ნინო...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 14, 2026
0
თოვლი, ძლიერი ქარი, შტორმი- სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს. „15 მარტს კოლხეთის დაბლობზე და ზემო იმერეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის ძლიერი ქარი, დროგამოშვებით 25-28 მ/წმ-მდე გაძლიერებით. 16 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ნალექი, მაღალმთიან...

დაწვრილებითDetails

სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი

by მეგა TV
მარტი 14, 2026
0
სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი
მთავარი

საერთოდ სხვა რეალობაა დღეს, უარესი სიტუაციაა - წერს სოციალურ ქსელში მარიამ ბეროძე და სოფელ კურსებში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. მარიამ ბეროძე ერთ-ერთია იმათგან, ვის ოჯახსაც სტიქიის გამო საკუთარი სახლის დატოვება მოუწია....

დაწვრილებითDetails

რუსთავში 2 არასრულწლოვანი დაჭრეს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 14, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

რუსთავში 2 არასრულწლოვანი დაჭრეს – ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევას წინ არასრულწლოვანებს შორის კამათი უძღოდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაპირისპირება 22-ე სკოლის ეზოს ტერიტორიაზე მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო...

დაწვრილებითDetails

ანტიდოპინგური წესების დარღვევისთვის სანქცირებულია ექვსი ქართველი რაგბისტი

by თამარა ქავთარაძე
მარტი 14, 2026
0
დღეს, ბორჯღალოსნები შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება
მთავარი

World Rugby-ისა და World Anti-Doping Agency-ის (WADA) ერთობლივი მასშტაბური გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ საქართველოს კაცთა ეროვნული 15-კაცა ნაკრების ექვსმა მოთამაშემ და გუნდის მხარდაჭერის პერსონალის ერთმა წევრმა ანტიდოპინგის წესები დაარღვია. გამოძიება...

დაწვრილებითDetails

“ჯერ სად ხართ, ერთმანეთსაც მალე დაჭამთ!!!”- გიგა ავალიანის დედა მიმართვას ავრცელებს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 14, 2026
0
“ჯერ სად ხართ, ერთმანეთსაც მალე დაჭამთ!!!”- გიგა ავალიანის დედა მიმართვას ავრცელებს
მთავარი

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს: არის ბევრი სიახლე, ფარული მოსასმენები დაუყენებიათ ყველასთან, მათ შორის ციხეშიც, საქმე 30 ტომამდე შეივსო. თუმცა, მე ჯერ ბოლო 5...

დაწვრილებითDetails

შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით- დაკავებულია 2 პირი

by თამარა ქავთარაძე
მარტი 14, 2026
0
ტეხასში პატიმრობა მიუსაჯეს დედას, რომელმაც 8 წლის შვილი მოკლა
მთავარი

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაგაში, ბრალდებულებმა შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, დაზარალებულს მეუღლის თანდასწრებით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან...

დაწვრილებითDetails

ცნობილია პედაგოგის ვინაობა, რომლის ცხედარიც გუშინ იპოვეს

by მეგა TV
მარტი 14, 2026
0
ცნობილია პედაგოგის ვინაობა, რომლის ცხედარიც გუშინ იპოვეს
მთავარი

ტა­ბახ­მე­ლა­ში გუ­შინ სკო­ლის პე­და­გო­გის ცხე­და­რი იპო­ვეს. ქალს სა­ვა­რა­უ­დოდ, ია­რა­ღით აქვს ჭრი­ლო­ბა მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ის ერთ-ერთ კერ­ძო სკო­ლის პე­და­გო­გი იყო. ად­გილ­ზე ნა­ხეს ქა­ლის ავ­ტო­მო­ბი­ლიც, სა­დაც მისი ცხე­და­რი იყო ნა­პოვ­ნი. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ქა­ლის...

დაწვრილებითDetails

ტაბახმელაში სკოლის პედაგოგის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
ტაბახმელაში სკოლის პედაგოგის ცხედარი იპოვეს
მთავარი

რამდენიმე საათის წინ, ტაბახმელაში სკოლის პედაგოგის ცხედარი იპოვეს - ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. როგორც "პირველები" წერს, საქმეში ფიგურირებს იარაღი - ქალს ტყვია აქვს ნასროლი. არსებული ცნობით, 50 წლამდე ქალი დილით...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"