იმერეთის თეატრალური ფესტივალი დასრულებულია. ფესტივალი ვანის სახალხო თეატრმა სპექტაკლით “ემიგრანტები” დახურა. იქამდე კი მწვანე სივრცის სცენაზე, იქ სადაც თითქმის ორი კვირის განმავლობაში ფესტივალი მიმდინარეობდა შემაჯამებელი ღონისძიება შედგა.
თეატრალური იმერეთის ორგანიზატორებმა თეატრის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის რეჟისორები, მსახიობები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაჯილდოვეს.
ფესტივალი მნიშვნელოვანი იყო არა მარტო თეატრალებისთვის, არამედ იმ მაყურებელთათვისაც, ვისაც პანდემიის პირობებში ემოციური მუხტი მოენატრა და მათთვის, ვისი ცხოვრებაც თეატრს უკავშირდება.









