ჰონდურასში თვითმფრინავს ზღვაში ჩავარდნის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა.
ჰონდურასული ავიაკომპანია Lanhsa-ის თვითმფრინავის ბორტზე ჯამში 17 ადამიანი იმყოფებოდა. ზღვის სანაპიროდან 1 კილომეტრის მოშორებით ნაპოვნი ნამსხვრევებიდან 10 ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს.
თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის მიზეზებს გამოძიება იკვლევს.