ჰოლანდიურმა ანსამბლმა ,,რიჩიოტი,, ქუთაისში,თეთრ ხიდზე კონცერტი გამართა. ანსამბლთან ერთად რამდენიმე ნაწარმოები შეასრულა ჰოლანდიაში მცხოვრებმა ქართველმა ვირტუოზმა, კლარნეტისტმა ლევან ცხადაძემ.
საღამო ბიძინა ღოღობერიძის ნაწარმოებით ”სიმღერა ქუთაისზე” გაიხსნა. თეთრ ხიდზე გამართულ კონცერტზე ჰოლანდიელმა მუსიკოსებმა ასევე ”ჩემო თბილისის ქალაქო”, ”Nine Million Bicucles” ქეთი მელუას რეპერტუარიდან და სხვა ცნობილი მელოდიები შეასრულეს.
ლევან ღოღობერიძისა და ”რიჩიოტის” კოლაბორაცია საქართველოსა და ჰოლანდიას შორის კულტურული ურთიერთობების განვითარებისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.
ანსამბლი „რიჩიოტი“, შვიდი დღის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქსა და სხვადასხვა ქალაქში 25 კონცერტს გამართავს, როგორც ცენტრალურ და ტურისტულ ადგილებში, ისე გარეუბნებში, ბაღებში, სკვერებში, სკოლებში და სამედიცინო დაწესებულებებში. ტურნე 3-დან 9 აგვისტომდე გრძელდება.
ამსტერდამის ქუჩის სიმფონიური ორკესტრი 42 ახალგაზრდისა და ენთუზიაზმით სავზე მუსიკოსისგან შედგება, რომლებიც მუსიკას ყველგან და ყველასთვის ასრულებენ. მათ რეპერტუარი კლასიკურ და ტრადიციულ, ასევე პოპ მუსიკასა და ჯაზს მოიცავს.
ამსტერდამის ქუჩის სიმფონიური ორკესტრი ”რიჩიოტი” 1970 წელს დაარსდა.