,,ჰესი კლავს მდინარეს! გადავარჩინოთ სულორი!”, ,,არა სულორის ჰესს!”, ,,ნუ გადაგვიჭრით ფესვებს!”, “ტყე შეუნახე შვილებსა” – ამ და სხვა ტრანსფრანტებით ვანის მუნიციპალიტეტში, სოფელ სულორში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივები მდინარე სულორზე 4.8 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის – „სულორი ჰესის“ მშენებლობას აპროტესტებენ.
მათ თბილისში მცხოვრები თანასოფლელები, სამოქალაქოო აქტივისტები და გარემოს დამცველები შეუერთდნენ.
მოსახლეობის თქმით, გარკვეული პერიოდი მოსამზადებელი სამუშაოები შეჩერებული იყო, ახლა კი ადგილზე მშენებლობის სამზადისი განახლდა.
მათი განცხადებით, აღნიშნული ჰესის აშენების შემდეგ, სოფელი ეკოლოგიური პრობლემების წინაშე აღმოჩნდება, მოსახლეობა კი იძულებული გახდება სოფლები დატოვოს.