უელსის პრინცის მეუღლეს, კორნუოლის ჰერცოგინია კამილას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 74 წლის კამილა თვითიზოლაციაშია. გასულ კვირას კორონავირუსი მის მეუღლე ჩარლზსაც დაუდასტურდა, თუმცა ჰერცოგინიამ ტესტი ჩაიტარა, რომლის პასუხიც უარყოფითი იყო. ამის შემდეგ მან 3 სხვადასხვა ორგანიზაციაში გამართა შეხვედრები.
ჰერცოგინია კამილა COVID-19-ით პირველად დაინფიცირდა, თუმცა მის მეუღლეს ვირუსი უკვე მეორედ დაუდგინდა.