ჰელოუინის დღესასწაულზე ვარსკვლავებმა სხვადასხვა სამოსი მოირგეს. მათ შორის რამდენიმე იყო გამორჩეული და საუკეთესო 9 CNN-მა დაასახელა.
მომღერალი კიარა და მისი მეუღლე რასელ ვილსონი ბიონსესა და ჯეი ზის ცნობილი მუსიკლაური კლიპის კოსტუმებში გამოეწყვნენ. მართალია მათ ფონზე არ არის მონალიზას პორტრეთუ, თუმცა სურათიდან ბარაკ ობამა და მიშელ ობამა იღიმიან.
ცნობილი ტელეწამყვანი ელენ დეჯენერისი კარდი ბის შთაგონებით შეიმოსა და თავის სამოს “კარდი ი” უწოდა.
მოდელი ჰეიდი კლუმი საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული კოსტიუმით წარსდგა. მის პროტეზირებული სამოსით შემოსვას 8 საათი დასჭირდა.
ჯესიკა ბილი თავის ბეუღლეს დაემსგავსა და ჯასტინ ტიმბერლეიკის სამოსი მოირგო NSYNC – დან.
კიმ კარდაშიანმა ჰელოუინზე “ქერათმიანი ადვოკატის” როლი მოირგო.
კელი ჯენერი სექს სიმბოლო მერლინ მონროს დაემსგავსა.
ნიკი მინაჟმა ჰარლი ქვინის კოსტიუმი მოირგო და ის ნამდვილად მზად იყო კომიქსების ფილმში გადასასვლელად.
ნეილ პატრიკ ჰარისი და დევიდ ბურკა ყოველთვის ცდილობენ იყონ საინტერესოები. მათ წელს სამუზეუმო პორტერი შექმნეს. სურათში ჰარისი არის ვინსენტ ვან გოგი, ბურტკა გამოსახულია როგორც სალვადორ დალი, მათი შვილები კი განასახიერებენ ფრიდა კალოსა და ენდი უორჰოლის.