ჰაიტიზე ძლიერი მიწისძვრის შედეგად, 29 ადამიანი გარდაიცვალა.
მიწისძვრის სიმძლავრე 7,2 მაგნიტუდას შეადგენდა. სტიქიის ეპიცენტრი ჰაიტის დედაქალაქიდან 125 კილომეტრში მდებარეობდა.
სტიქიის გამო, ჰაიტის პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მისივე თქმით, ის არ მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას დახმარების მოთხოვნით, ვიდრე ზარალი სრულად არ იქნება შეფასებული.
ჰაიტის მახლობლად 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის გამო ცუნამის საფრთხეც გამოცხადდა.
გარდა ამისა, ჰაიტის გრეისი უახლოვდება, სინოპტიკოსების ცნობით, ტროპიკული შტორმი ჰაიტის სამშაბათს დაატყდება თავს