,,ვიღაც პროვოკატორები და კლავიატურის მონები ხელს ჩვენსკენ იშვერენ და შეურაცხყოფას გვაყენებენ. მაშინ როცა წარმოდგენაც არ აქვთ რა მოხდა რეალურად.
არანაირ ახსნა განმარტებებს არ ვაპირებთ მომხდართან დაკავშირებით. უბრალოდ, ყველამ უნდა იცოდეს რომ დღეს რაც მოხდა “ჯუნგლებს” ამ ყველაფერთან არანაირი საერთო არ გვქონია.
როგორც ცოტა ხნის წინ დავწერეთ პროტესტის ნიშნად არ ვიდექით ტრიბუნაზე პროტესტის მიზანი კი გუნდიდან მთავარი მწვრთნელის გაშვება იყო, არის და იქნება.
ასე რომ ჯერ კარგად გაიგეთ რა მოხდა, ბოლომდე გაერკვიეთ სიტუაციაში და შემდეგ გააკეთეთ კომენტარები!!!”- წერს ტორპეტოს გულშემატკივართა კლუბის ,,ჯუნგლების” წევრი.