“ჯოჯოხეთური ღამე… თქვენ გადაინაცვლეთ იმქვეყნიურში – შორენა ზურა… უფალმა დაგიმკვიდროთ ცათა სასუფეველი… რამდენი ოცნება დაგრჩა აუხდენელი უთბილესო გოგო… არ მინდა რომ დავიჯერო, ცრემლები მახრჩობს” – წერს ავარიაში ტრაგიკულად დაღუპული წყვილის შესახებ ოჯახის ახლობელი ნინო გოგნიაშვილი.
თბილისში, დადიანის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა, გუშინ ღამით მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.
თბილისში, დადიანის გამზირზე მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა ქალი საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელია. შორენა ყასუმაშვილი სააგენტოში სტილისტ-კორექტორის პოზიციაზე მუშაობდა. ავარიის შედეგად დაიღუპა მისი მეუღლეც – ზურა საური.
ავარიის შედეგად დაშავდა ასევე სამი ადამიანი, რომელიც კლინიკაში არიან გადაყვანილი. როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.