დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყრის ხეობაში ჯომარდობისას მდინარემ ორი ადამიანი გაიტაცა, რომლებსაც უკვე რამდენიმე საათია ეძებენ.
ბოლო დღეებში მთაში გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარეები ადიდებულია. ამის მიუხედავად, ტურისტებს საჯომარდოდ მაინც ეპატიჟებიან.
ფასანაურში დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის დავით მელიქიშვილის ინფორმაციით, მდინარეზე ნავით სულ 11 ადამიანი ეშვებოდა, მათგან ცხრა ნაპირზე იმყოფება და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ექსტრემალური სპორტის მიმდევრებმა არაგვზე ჯომარდობის სეზონი გახსნილად 13 მაისს გამოაცხადეს.