კეთილი ნების ელჩმა, ანჯელინა ჯოლიმ „ინსტაგრამზე“ ახალი ფოტოები გაავრცელა. ის დევნილების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს და აცხადებს, რომ ბედნიერია ახალ ადამიანებთან ნაცნობობით. აღსანიშნავია, რომ ამ დღესთან დაკავშირებით მან სხვადასხვა ქვეყნის დევნილებთან ერთად ივახშმა.
„მე ბედნიერი ვარ, რომ მიუხედავად მსოფლიოში ძალიან რთული ვითარებისა, ისინი მიზიარებენ თავიანთ ისტორიებს“, – წერს ჯოლი.










