წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმასტაროს მცხოვრებნი სოფელის ცენტრში გამოვიდნენ და ქვის კარიერის არსებობა გააპროტესტეს.
ისინი თვლიან , რომ 2006 წელს გაცემული ლიცენზია, რომელიც მათი თქმით, ანზორ ბურჯანაძეს ეკუთვნის, უნდა გადაიხედოს და შეჩერდეს, რადგან სოფელში ქვის წარმოება, მათივე განმარტებით, საფრთხეს უქმნის როგორც იქ არსებულ სტრატეგიულ ობიექტებს ასევე მოსახლეობას.









