ალბათ ქუჩაში ერთხელ მაინც დაგინახავთ მანქანამ რომელიც მსგავს გამონაბოლქვს უშვებს. ამ გამონაბოლქვს ფერთან ერთად არც სუნი აქვს სასიამოვნო და მით უმეტეს არც ჯანმართელობისთვის სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა.
კვლევებით დადგინდა რომ, საქართველოში ურბანული გარემოს ატმოსფერული ჰაერის უმთავრესი დამაბინძურებელი სწორედ ავტოტრანსპორტია. პრობლემის გადასაჭრელად სახელმწიფომ საყოველთაო ავტო ინპექტირების წესი შემოიღო. ტექდათვალიერება გამონაბოლქვის კოტროლის მექანიზმის კონტროლსაც მოიცავს, თუმცა პრობლმა ჯერ კიდევ რჩება.
საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის თავმჯდომარე გამოსავალს, ქუჩაში ავტომობილების გამონაბოლქვეზე შემოწმებაში ხედავს.
„ინსპექტირების ცენტრების ძირითად ნაწილში შემოწმება სტანდარტს შეესაბამება, მაგრამ თავიდან ვერ ვიცილებთ ერთჯერად მანიპულაციებს, რასაც მძღოლები მიმართავენ” – განაცახადა მან.
„ამასთან არის შემთხვევები, როცა მძღოლებს ავტომობილის შეკეთებას ჯარიმის გადახდა ურჩევნიათ. პრობლემად რჩება ქუჩებში იმ მანქანების გადაადგილება, რომელთაც ტექინსპექტირება ვერ გაიარეს“ – განმარტავს ეკა ლალიაშვილი.
საკანონმდებლო ინიციატივა უკვე შემუშავებულია, თუმცა როდის დაიწყებს პარლამეტი ახალ შეთავაზებაზე მსჯელობას ეს ჯერ უცნობია.
“მეგა ტვ” დაინტერესდა თუ რას ფიქრობენ ფეხით თუ მანქანით მოსიარულეები აღნიშნულ საკითხზე და რამდენად საჭიროდ მიიჩნევენ ქუჩაზე მანქანების გამონაბილქვეზე ინსპექტირების დაწყებას.