ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალდაბასთან, ბორჯომი-ხაშურის მაგისტრალზე-ინფორმაციას ბორჯომი ტვ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, კატასტროფის ცენტრის მანქანა სავარაუდოდ, ჯერ პოლიციის ავტომობილს, შემდეგ კი ტრაილერს დაეჯახა.
დაზიანებულია კატასტროფის ცენტრის მანქანა. პოლიციის ავტომობილს კი მინიმალური დაზიანება აქვს. რა მდგომარეობაშია ტრაილერი – უცნობია.
შსს-ს პირველადი ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავებულები სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სსკ 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.