“ლუკა…??
არ ვიცი როგორ დავიწყო, რა გითხრა, რა გავიხსენო, არ მჯერა რომ ცოცხალი აღარ ხარ…
ჩვენ ხო მთელი ბავშვობა ერთად მოვდივართ….
ჯერ ბაღი, მერე სკოლა, ეზო, ერთად თამაში…
ათასი ტკბილი მოგონება…??
მომენატრები ლუ, ვერასდროს დაგივიწყებ. მიყვარხარ მეგობარო და სულ მეყვარები…
???” – წერს წყალწითელაზე გუშინ დაღუპული მოზარდის კლასელი თავის ფეისბუკზე.
“არ ვიცი როგორ დავწერო სამძიმარი შენზე ანგელოზო…?
ადრე იყო შენთვის ჩემო პატარა ამ ქვეყნიდან წასვლა? რატომ დათმე სიცოცხლე ანგელოზო? რატომ დაამუნჯე კლასელები? ყველას ხომ ასე ძალიან უყვარდი, უყვარხარ და სულ ეყვარები….??
გვანცას თვალებში ჩახედვის მეშინია დე მეშინია იმ ტკივილის დანახვის რასაც განიცდის…
უფალმა დაგიმკვიდროს სასუფეველი ცათა…” – წერს წყალწითელაზე დაღუპული ბიჭის ახლობელი ფეისბუკზე.
მოზარდი, გუშინ მდინარე წყალწითელაზე დაიხრჩო. როგორც თვითმხილველები აცხადებენ მას ქვაზე ფეხი დაუცდა, მან ცურვა არ იცოდა, მეგობრებმა კი მისი წყლიდან გამოყვანა ვერ შეძლეს.










