„წელს კრაზანების საკმაოდ დიდი რაოდენობა ფიქსირდება ქუთაისში. ჯერ ასეთი რამ არ მახსოვს“- აცხადებს ააიპ სპეციალუური სერვისების მთავარი სპეციალისტი მალვინა მანდარია.
ააიპ „სპეციალურმა სერვისებმა“ დერატიზაციის პროცესთან ანუ ქვეწარმავლევის წინააღმდეგ შეწამვლითი სამუშაობის წარმოებასთან ერთად კრაზანების წინააღმდეგ შეწამვლები დაიწყო. „შემოვიდა შეტყობინებები და დადგა იმის საჭიროება რომ ახალი სერვისი მიგვეწოდებინა მოსახლეობისათვის. ერთი კვირაა რაც დავიწყეთ უკვე 15 გამოძახება დაფიქსირდა.“- აცხადებს მანდარია.
წელს, რაც ბაღდათის მუნიციპალიტეტში კრაზანას ნაკბენის შედეგად გარდაცვალების 2 შემთხვევა დაფიქსირდა მოსახლეობა მეტ სიფრთხილეს იჩენს ამ პატარა მაგრამ სახიფათო მწერებთან ურთიერთობაში. ააიპის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი მჟავანაძის თქმით მათ საცხოვრებლებთან კრაზანების ბუდის აღმოჩენის შემთხვევაში ქუთაისელებს შუძლიათ ცხელ ხაზზე დაუკავშირდნენ: 599 0575 91