მსახიობმა ჯეინ ფონდამ სოციალურ ქსელში გამომწერებს თავად შეატყობინა, რომ მას ლიმფომის დიაგნოზი დაუსვეს. ცნობილი ხდება ისიც, რომ 84 წლის მსახიობმა ქიმიოთერაპიის კურსი დაიწყო.
„სიმსივნის ეს ფორმა მკურნალობას ექვემდებარება და 80 პროცენტში დადებითი დინამიკა ახასიათებს. მიხარია, რომ მაქვს სამედიცინო დაზღვევა და წვდომა ქვეყნის წამყვან ექიმებთან. ვხვდები იმასაც, რომ მაქვს რიგი პრივილეგიები და ეს ძალიან მაწუხებს, ბევრი ოჯახი ამერიკაში დგება ამ დიაგნოზის წინაშე და არ აქვს შესაბამისი მომსახურების მიღების საშუალება, ეს ცუდია“ – წერს ჯეინ ფონდა.
მსახიობი მოუწოდებს ყველას, იფიქრონ ჯანმრთელობაზე დ










