უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 26 აპრილამდე პერიოდს.
სამინისტროს ცნობით, აგრესორების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
- ჯარისკაცი – დაახლოებით 22 100;
- ტანკი – 918;
- ჯავშანტექნიკა – 2 308;
- საარტილერიო სისტემა – 416;
- სარაკეტო სისტემა – 149;
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 69 ;
- თვითმფრინავები – 183;
- ვერტმფრენი – 154 ;
- სამხედრო საავტომობილო ტექნიკა – 1 643 ;
- გემი/ნავი/კატარღა – 8;
- საწვავის რეზერვუარი – 76;
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 205;
- სპეციალური აღჭურვილობა – 31;
- გამშვები OTRK / TRK / მობილური SRBM სისტემა – 4.