ვფიქრობ, რომ არ მივალთ სტადიამდე, როდესაც გეგმა „ბ“-ს ამუშავება იქნება საჭირო,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ინფიცირებუულთა იმ მაქსიმალურ რაოდენობას შეეხებოდა, რომელსაც ჯანდაცვის სისტემა ვეღარ მართავს.
ამირან გამყრელიძის თქმით, „ჩვენ არ უნდა მივიდეთ იმ დონემდე, როდესაც ჯანდაცვის სისტემას ინფიცირებულთა მართვა გაუჭირდება“.
„სამედიცინო საზოგადოების და ჯანდაცვის სისტემის უპირველესი მოვალეობაა, რომ ყველა გამოწვევას შესაბამისად შეხვდეს. მოგეხსენებათ, ამოუწურავი რესურსები არ არსებობს, მათ შორის ჯანდაცვის სექტორშიც, ამიტომ, თუ რა გახლავთ ასეთი ზღვარი, ეს რიცხვებში არ გამოიხატება. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს პროგნოზირების რამდენიმე სცენარი და ჯერჯერობით ხედავთ, რომ ჯანდაცვის სექტორი უმკლავდება დღიურად დაახლოებით 2 000 შემთხვევას. ჯანდაცვის სექტორმა უნდა გაუძლოს, ესაა ჩვენი მოვალეობა, ამ გამოწვევას უნდა გავუძლოთ“,-აღნიშნა გამყრელიძემ.










