ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს 50 000 ცალ ბიოლოგიური დაცვის კომბინიზონს კომპანია “დოქტორ გუდსი“ მიაწვდის, უკვე გავრცელდა.
სამინისტრომ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა. კონტრაქტის ღირებულება 750 000 ლარია.
კომპანია უწყებას კომბინიზონებს ეტაპობრივად , მოთხოვნიდან ხუთ დღეში მიაწვდის. მიაწვდის.
COVID 19-ის ფართო გავრცელების გამო სამედიცინო აღჭურვილობები დეფიციტშია.
საქართველოში კომპანია “დოქტორ გუდსი“ სტრატეგიული პროდუქციის წარმოებას უკვე ახორციელებს. მათ შორის სამედიცინო ხალათებს და კომბინიზონებს.
საწარმო „დოქტორ გუდს” 2019 წლის სექტემბერში დაფუძნდა სტარტაპ საქართველოს და საპარტნიორო ფონდის კონტრიბუციით.
რამდენიმე კვირის წინ კი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით თიბისი ბანკის სესხი მიიღო წარმოების გასაფართოებლად. გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანიამ დამატებით 32 საკერავი მანქანა შეიძინა, რაშიც 60 000 ლარამდე ინვესტიცია განახორციელა. საწარმო დღე-ღამეში 10 ათასამდე ხალათსა და 2 ათასამდე სამედიცინო კომბინიზონს აწარმოებს.
ინფორმაციას ბიზნეს-პარტნიორ.ჯი აქვეყნებს