ჯანდაცვის მინისტრის გადადგომის მიზეზი სავარაუდოდ, არის მწვანე პასპორტში ვადის დაფიქსირების თემა”, – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის და იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
“სავარაუდოდ, ეს უნდა ყოფილიყო უთანხმოების მიზეზი.
ჯანდაცვის სამინისტრო, ისევე, როგორც იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფი, ვთვლიდით, თუ გვინდა, საქართველოში რეალურად მოქმედი მწვანე პასპორტი იყოს, აქ უნდა დაფიქსირდეს ვადა – კორონავირუსის გადატანიდან ექვსი თვის პერიოდი.
ეს იყო ძირითადი მოთხოვნა, ეს არის ჩვენი რეკომენდაციაც და ეს არის მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყნის გადაწყვეტილება”, – განაცხადა ჩხაიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.










