შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 4 პირი – 1996 წელს დაბადებული ჯ.ჩ., 2000 წელს დაბადებული ლ.გ., 1999 წელს დაბადებული დ.პ. და 1995 წელს დაბადებული დ.კ. დააკავეს.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, სამართალდამცველების მიერ უკვე დაკავებულია მანანა გიორგობიანი.
დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, გვიან ღამით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა მანანა გიორგობიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტის თანამშრომლებს – 2006 წელს დაბადებულ თ.მ.-ს და 2004 წელს დაბადებულ ე.მ.-ს, რის შემდეგაც დაუკავშირდა თავის ნაცნობს -1996 წელს დაბადებულ ჯ.ჩ.-ს, რომელიც ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა, რა დროსაც მათ, სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს გარე ტერიტორიაზე და ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენი კიდევ ერთი პირის ადგილსამყოფელის დადგენისა და მისი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
ამასთან, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთი დაკავებულის ჯ.ჩ.-ს მიერ სავარაუდოდ უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ნივთმტკიცებადაა ამოღებული. მათ შორის: 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, გლუვლულიანი თოფი და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 110 ვაზნა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობასა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს.
ახლობლები ემიგრაციაში გარდაცვლილ ქალბატონს ემშვიდობებიან "კიდევ ერთმა ემიგრანტმა დაასრულა სიცოცხლე მიგრაციაში. ნათელი მოგონება ქ ტონ ფხაკაძე ფოთოლა (მანანა)-ს..ვწუხვართ და სამძიმარს უცხადებთ ჯგუფი "ემიგრანტო დაეხმარე ემიგრანტს"ჯგუფის დამფუძნებელი და ჯგუფის წევრები.ოჯახს,შვილებს,მეგობრებს ნათესავებს...
კინჩხაში ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს. ადგილობრივთა ინფორმაციით მამაკაცმა სიცოცხლე სავარაუდოდ თვითმკვლელობით დაასრულა და თავი ჩამოიხრჩო. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო-სამშველო სამსახურები.
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრიდან ცნობილი კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. მოქალაქეები აღნიშნულს მის პოლიტიკურ შეხედულებებს და აქტიურობას უკავშირებენ : "ნიკოს დონის პროფესიონალს რომ სამსახურიდან გაუშვებ ხარ მოღალატე ქვეყნის! და ამათ...
"ვიტალი ჭოლარიამ, ქრისტინე სორდიას, მეუღლემ , დღეს თვითმკვლელობა სცადა.( შეგახსენებთ, 2025 წლის, 1 იანვარს გალში, სოფელ საბერიოში მომხდარ ხანძარს მათი 5 შვილი ემსხვერპლა.) მისი განმარტებით , მასზე სანდრა ზოიძის მხრიდან...
გარდაიცვალა კინომცოდნე, კინოკრიტიკოსი, კინორეჟისორი, ლიტერატორი, ჟურნალისტი, პროფესორი გიორგი (გოგი) დოლიძე. ინფორმაციას საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. გიორგი დოლიძემ 1959 დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის...
"ნუ შეგვაწუხეთ თქვენი პირადი პრობლემებით, ყველას ჰყავს ოჯახი, რაც მამიდას ყოველთვის ცალ ფეხზე ეკიდა. სულ მე, მე რა, (საბჭოელი) თხა ხართ?" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრი, თეა წულუკიანი სოციალურ...
ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე საუბრისას ქართველებმა არ უნდა დავივიწყოთ ის სამარცხვინო უმადურობა, რომელიც ანგარიშით დაგვანახეს - "საქართველო სისტემატურად არ უჭერდა მხარს უკრაინის მხარდამჭერ საერთაშორისო ინიციატივებს",- ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი...
ქვემო ქართლის პოლიციამ ტრეფიკინგის, გაუპატიურებისა და მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავა დანაშაულები 9-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დ.ს.-ს ფიზიკური ძალადობის მუქარით...
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთი პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, 1990 წელს დაბადებული ი.თ. დააკავეს. დანაშაული 20...