ესპანეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილი 34 წლის ქართველი ქალის ერთ-ერთ შვილს, ანანო ნაჭყებიას, გურული დღიურების ფონდი ყოველთვიურ სტიპენდიას დაუნიშნავს, – ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი აცხადებს.
,,ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ქართველი ქალის ერთ-ერთ შვილს, ანანო ნაჭყებიას, გურული დღიურების ფონდი ყოველთვიურ სტიპენდიას დაუნიშნავს. ფონდი შეუძენს სასკოლო ინვენტარსაც და სკოლის დამთავრებამდე სასწავლო მიმართულებით სხვა დახმარებასაც ხშირად გაუწევს. ანანო სამტრედიაში ცხოვრობს და საუკეთესო მეხუთეკლასელია.”-წერს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე