ხონის ცენტრალურ მოედანზე წყვილთა რბოლაში დასავლეთ საქართველოს თასის გათამაშების IV- ეტაპი გაიმართა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომელთაც მედლები, დიპლომები და ფულადი პრიზები გადაეცათ.
ღონისძიებას ადგილობრივი მოსახლეობა და თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
შეჯიბრი “დასავლეთ საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის” ორგანიზებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით გაიმართა.