ხონში, ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში ხანძარია. როგორც თვითმხილველების ამბობენ შენობაში მეორე სართული იწვის და ჭერი ჩაინგრა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან იუწყებიან მიმდინარეობას სალიკვიდაციო სამუშაოები, დაშავებული არავინ არაა, ადგილზე მობილიზებულია 7 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი და 35 მეხანძრე-მაშველი.
შემთხვევის ადგილას იმყოფებიან პატრულისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.
როგორც ცნობილია სკოლის შენობაში საბავშვო ბაღიც ფუნქციონირებს, ბავშვებისა და პედაგოგების ევაკუაცია დროულად განხორციელდა.
ხვიჩა კვარაცხელიას გოლი და მოგებული ჩემპიონთა ლიგა
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი „ინტერთან”, “პარი სენ-ჟერმენმა“ ანგარიშით 5:0 მოიგო. მატჩის ერთ-ერთი, მე-4 გოლი ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. თავდაპირველად,...