ხონში მთავარი ბულვარის რეაბილიტაცია დასრულდა, პროექტი განახლებული რეგიონების ფარგლებში შესრულდა. მოქალაქეები ცენტრალური სკვერის მოწესრიგებით კმაყოფილნი არიან.
ხონის მერი ლადო ჯურხაძე ხონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე საუბრობს. მერი სკვერში მომხდარ ვანდალიზმის ფაქტსაც გამოეხმაურა და ახალგაზრდებს წესრიგისკენ მოუწედებს.
მიმდინარე პროექტების გამო 2022 წელს ხონელობა მასშტაბურად ვერ გაიმართა, თუმცა წელს მრავალფეროვანი და ხალხმრავალი ღონისძიებების გამართვა იგეგმება.