ჯგუფ “ვეძებ”-ში მოქალაქე ნათია დავითულიანი ხონის საავადმყოფოდან გაყიდული ჩვილების შესახებ მძიმე ისტორიას აქვეყნებს და თან იმ ექიმების სახელებს და გვარებს ასახელებს, რომლებიც ჩაბმულები იყვნენ ამ შემზარავ ბიზნესად ქცეულ საქმეში
“

სალამი ყველას !

ხონი რატომ დუმს?!

მთავარი ექიმი ბონდო ჟღენტი მკვდარია , სანამ მოკვდებიდა ციხეში იჯდა ჩვილთა ვაჭრობის ფაქტზე, ხოლო მისი კლანის წევრები ცოცხლები არიან
ხონში ცხოვრობენ და ცოცხალი თავით არ ჰყვებიან არაფერს! უამრავმა ადამიანმა იცის თუ რას ჩადიოდნენ განსაკუთრებით კი ხონელებმა და სამშობიაროს თანამშრომლებმა. ესენი იყვნენ:

ნაზი ჭიჭაღუა, ფოთოლა ვაჭარაძე , ციური ჯურხაძე, ციური კოპალიანი და ა.შ.
ერთ-ერთ მათგანს ბინა ჰქონდა ნაქირავები და მოპარულ ჩვილებს გაყიდვამდე იქ უვლიდა. ისინი ერთ სმენაში მუშაობდნენ ხოლმე , განწირულ მშობელს არც კი ატარებდნენ ჟურნალში სადაც კეთდებოდა აღრიცხვა ვინ მშობიარობდა. ამჟამად სამშობიარო დანგრეულია, არქივი დამწვარი

ასევე დუმს ბონდო ჟღენტის მეუუღლე ზიტა-ნატო გოქაძე (ისიც მედ.მუშაკი იყო თავის დროზე ოღონდ ქუთაისში) რომელიც ფლობს არა ნაკლებ ინფორმაციას.

ასევე ამ საქმიანობაში იყო ჩართული იზა ჭარხალაშვილი რომელმაც ჩემს გაყიდვაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მუშაობდა ზიტა-ნატოს ძმის მაღაზიაში 90 იან წლებში, ნატოს ძმა გელა გოქაძე კი მოქმედი პედიატრი გახლავთ და + კერძო კლინიკის “გგ”-ს მფლობელი. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ ისიც ფლობს ინფორმაციას . ” |
წერს მოქალაქე