მეგა ტვ-ის ინფორმაციით ხონში ავარიას 27 წლის ქალი ემსხვერპლა. როგორც ადგილობრივები ყვებიან ავარიის მომენტში ქალი ავტომობილში 2 შვილთან ერთად იმყოფებოდა. მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხიდ-ბოგის შეეჯახა. ავარიის შედეგად ავტომობილი ამბრუნდა, ქალი დაიღუპა, ხოლო ბავშვები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ავარია ხონი-კონტუათის გზაზე მოხდა.
“პარლამენტი მომავალ კვირას განიხილავს საკითხებს, რომლითაც პირველკლასელთა ასაკი იქნება 6 წელი, მე-11 კლასში კი რეპეტიტორიუმი შეიქმნება” -გივი მიქანაძე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, მომავალ კვირას დაჩქარებული წესით იქნება განხილული ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმები. როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეფორმების აღსრულება აქტიურ ფაზაში გადადის. „საზოგადოებისთვის ცნობილია, გასულ წელს დავაანონსეთ...










