ხონი მეორე საერთაშორისო არტ-რეზიდენცს მასპინძლობს, რომლის ფარგლებშიც შექმნილი ნამუშევრების გამოფენა 20 ოქტომბერს, ხონის ისტორიულ მუზეუმში მოეწყობა.
საკუთარ ნამუშევრებს საბინ ჰელვერთი, სარა მეიერი, კლემენს ბინგკუნ სუ, სოსო ჩხაიძე, ბერდია არაბული, ვახო ჯანჯღავა და გიორგი ვაშაკიძე წარმოადგენენ.
პროექტის მხარდამჭერია ხონის მუნიციპალიტეტის მერია, სამხატვრო სკოლა და ისტორიული მუზეუმი.