,,2021 წლის 18 ივლისს, 20 საათზე, ხონის ცენტრალურ ბულვარში, გიწვევთ
ს ა ქ ვ ე ლ მ ო ქ მ ე დ ო ს ა ღ ა მ ო ზ ე
„ხელოვანები ხელოვანებისათვის“
– რომელიც ტარდება ხონელი ხელოვანის
გიორგი ლიპარტელიანის დასახმარებლად, ხონის მუნიციპალიტეტის მერია/ City Hall Of Khoni Municipality
-ს მხარდაჭერით.
ღონისძიებაში მონაწილობას მიიღებენ:
ბენდი „BB“, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის ხონის კულტურის ცენტრის მხიარულთა და საზრიანთა გუნდი „იპოლიტელები“, სტუდია „ოქროს ხმები“ და ქართულის ცეკვის სამოყვარულო სტუდია „კლასიკა“.
საღამოზე ქველმოქმედების გაღების წესები:
1. სცენასთან მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება მაგიდა და სპეციალური ყუთი. საღამოზე მობრძანებულ სტუმრებს საშუალება მიეცემათ, იქვე გაიღონ თანხა და სურვილის შემთხვევაში, კონვერტზე დააწერონ სახელი და გვარი.
2. ონლაინ ქველმოქმედებისთვის თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ბანერზე წარმოდგენილ სამ საბანკო ანგარიშზე.
3. ქველოქმედებით შემოსული თანხის რაოდენობა გამოცხადდება საღამოს დასრულების შედეგ.
ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი თქვენგანი ელოდა ამ საქველმოქმედო საღამოს და მოგიწოდებთ აქტიურობისა და ჩართულობისკენ!
დარწმუნებულნი ვართ, ჩვენ ყველანი ერთად გამოვიყენებთ სიკეთის გაკეთების შანსს, რომელიც არც თუ ისე ხშირად გვეძლევა!
მობრძანდით, ჩვენ მიერ დაანონსებულ ქველმოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად!
თქვენ, წინ, ემოციით დატვირთული, მუსიკალურ-შემოქმედებითი საღამო გელით!
დასწრება თავისუფალია!
ღონისძიების ორგანიზატორი კახა წულაია”









