ხონის მთავარი ნაძვის ხე, საზეიმო ვითარებაში, მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ ევროპის ჩემპიონ მარიამ მურღვლიანთან ერთად აანთო.
ცენტრალური ნაძვის ხის საზეიმო ანთების აღსანიშნავად შეკრებილი საზოგადოებისათვის ქორეოგრაფიული პერფორმანსი გაიმართა.
ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა.
12 მეტრი სიმაღლის ნაძვის ხე, რომელიც ქალაქის ცენტრალურ მოედანს ამშვენებს , ილუმინაციებით არის მორთული.












