ინფორმაციას ნიდერლანფების საელჩო ავრცელებს.
?? ? ?? 2022 წლის 10 მაისს, შედგა ქალაქ ხონის მერის, ლადო ჯურხაძის ვიზიტი ჰოფ ვან ტვენტეს მუნიციპალიტეტში (ოვერეისელის პროვინცია, ნიდერლანდები) Gemeente Hof van Twente ხონის მუნიციპალიტეტის მერია/ City Hall Of Khoni Municipality
? ვიზიტის მიზანი იყო ხონისა და ჰოფ ვან ტვენტეს მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბება სოფლის მეურნეობის სექტორულ დარგებში.
? შეხვედრების პირველი ნაწილი საქართველოს ეკონომიკური პროფილისა და ხონის მუნიციპალიტეტის შესახებ პრეზენტაციებს დაეთმო, რომლის ფარგლებშიც მერმა ლადო ჯურხაძემ და ელჩმა დავით სოლომონიამ ჰოფ ვან ტვენტეს მუნიციპალური მმართველობის წევრებს, ფერმერებსა და მომსახურების სფეროს წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
? ვიზიტის მეორე ნაწილი უშუალოდ სასოფლო სამეურნეო დაწესებულებებისა და ინფრასტრუქტურის გაცნობას დაეთმო. ქართულმა დელეგაციამ მოინახულა და შეხვედრები გამართა ოვერეისელის პროვინციაში მოწინავე მევენახეობისა და მეღვინეობის კომპანიასთან, ასევე მეფრინველეობისა და მეძროხეობის ფერმებთან და კვებისა და ტურიზმის დაწესებულებასთან.
Twentewijn
Auke ter Braak
Carelshaven
#sunbro










