„ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. საბერძნეთში ქართველი 63 წლის ემიგრანტი მწვავე ლეიკემიით გარდაიცვალა. ოჯახს ცხედრის სამშობლოში გადმოსვენება სურს და კრემაციის წინააღმდეგია.
„გარდაიცვალა ემიგრანტი საბერძნეთში მანანა ხეთაგური. კიდევ ერთმა უტკბილესმა ემიგრანტმა დატოვა მიწიერი ცხოვრება.
აქ ემიგრანტის გარდაცვალება ძალიან მტკივნეულია, ძალიან მძიმე, უმძიმეს შრომაში და როცა სამსახურს ვერ შოულობენ ამ ტკივილს შვილებსაც არ ეუბნებიან, რომ გაუფრთხილდნენ. არადა ძალიან მძიმე გზაა სამშობლოს მიტოვებიდან ემიგრაციის ბილიკზე დადგომა, ის ბილიკი იშლება და უკან დასაბრუნებელი გზა უმრავლესობისთვის საერთოდ ქრება, მხოლოდ გაჩერებულ სიცოცხლით გაქვავებულ ცხედარს ვაბრუნებთ სამშობლოში.
ნათელში იყოს შენი სული უთბილესო და უკეთილშობილესო, საოცარო ქალბატონო.
მეგობრებო ჩავერთოთ ყველა, რომ ჩვენი პატრიოტი, ქალბატონი მანანას ცხედარი სამშობლოში უბრკოლველად ჩამოსვენდეს და კრემაცია არ გაუკეთონ“, – ვკითხულობთ პოსტში.










