ხმაური და დაპირისპირება ბაღდათში.
ბაღდათის მუნიციპალიტეტ, სოფელ როხში, ამავე სოფლის საჯარო სკოლის პედაგოგ მარინა ბუბუტეიშვილს და მის ოჯახს, სკოლის დირექტორის თამარ ლომინაძის მეუღლე, ალექსანდრე მამასახლისი, რომელიც ამავდროულად დღემდე როხის სკოლის პედაგოგია, თავს დაესხა და ქვებით კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების მინები ჩაუმსხვრია.
შემთხვევის დროს, როგორც ბუბუტეიშვილი აცხადებს, მანქანაში იჯდა ბავშვიც, რომელიც ნასროლ ქვას შემთხვევით გადაურჩა.
„მოვდიოდით ქუთაისიდან და თავს დაგვესხა ალექსანდრე მამასახლისი, საქონლებს მიერეკებოდა გზაზე და როდესაც გზა დავუთმეთ მანქანით, აღო ქვები ხელში, ჯერ გვაგინა, შემდგომ კი ეს ქვები გვესროლა, ბავშვი მანქანაში მეჯდა და მე მას გადავეფარე. მანქანის ორი მინა ჩაგვიმსხვრია“, – განაცხადა ბუბუტეიშვილმა
კონფლიქტი გასულ წელს დაიწყო. ოჯახის განცხადებით სკოლის დირექტორი მათ შვილზე ძალადობდა , რის მედეგადაც მოზარდმა თვითმკვლელობაც კი სცადა.
“მოძალადე შვებულებაში , ალბათ კარგად რომ დაისვენოს . პოლიცია არაფერს აკეთებს , მე მინდა მათ შევეკითხო ბოლოს და ბოლოს მკვლელობა უნდა მოხდეს რომ რაიმე ზომები მიიღონ ?”
წყარო: ფორმულა