ბათუმის საკრებულოში ხმაურია. ოპოზიციის წევრებმა ქალაქის მერის კაბინეტი დაიკავეს. ხმაურის შემდეგ ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა საკუთარი კაბინეტი დატოვა, ხოლო ოპოზიციის წევრები, რომლებმაც მისი კაბინეტი დაიკავეს, ადგილიდან პოლიციამ გაიყვანა.
ცნობისთვის, ბათუმის საკრებულოს ოპოზიციამ მერის კაბინეტი დილიდან დაიკავა. საკრებულოს დეპუტატები ქალაქის მერს განმარტებებს უკანონო მშენებლობებზე სთხოვდნენ.
ადგილი ჰქონდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებსა და ბათუმის მერ არჩილ ჩიქოვანს შორის სიტყვიერი დაპირისპირებას.
როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი რეზო ხარაზი აცხადებს, მათ ბათუმის მერთან შეკითხვები ჰქონდათ მიმდინარე მშენებლობებთან დაკავშირებით.
რეზო ხარაზის მტკიცებით, აუდიტის დასკვნის მიხედვით, 119 მშენებარე ობიექტიდან 49 უკანონოდ მიმდინარეობს.
„ახლახანს, რამდენიმე დღის წინ მუნიციპალური ინსპექციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ობიექტზე იარაღით მივიდა, თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი თანამშრომლები იარაღით უნდა დადიოდნენ? მოახდინეთ რეაგირება, შეუჩერეთ უფლებამოსილება ცოტა ხნით მაინც. აგვიხსენით ასევე, რატომ შენდება უნებართვოდ ლეონიძის ქუჩაზე ე.წ. ჩინური კვარტალი”, – განუცხადა რეზო ხარაზმა ბათუმის მერს არჩილ ჩიქოვანს.
მერმა ოპოზიციის წევრებს უპაუხა, რომ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით სამართლებრივი ღონისძიებები უკვე დაწყებულია.









