წალენჯიხაში, ფოცხო-ეწერის ტერიტორიაზე ხის მორებით დატვირთული სატვირთო ავტომანქანა მაშინ, როცა ტყიდან გამოდიოდა ხრამში გადავარდა. ინფორმაციას ,,ოდიშინიუსი” ავრცელებს.
შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი , ხოლო დაშავდა ორი პირი.
დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით დაიწყო.