დღეს საქართველოს ნაკრებისა და „პსჟ“-ს ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია, იუბილარია.
ქართველი ვარსკვლავი 24 წლის გახდა.
კვარას პროფესიონალური კარიერა 2017 წლიდან, თბილისის „დინამოდან“ იწყება. შემდეგ იყო რუსთავი, მოსკოვის „ლოკომოტივი“, ყაზანის „რუბინი“, ბათუმის „დინამო“
და 2022-2023 წლის შთამბეჭდავი სეზონი „ნაპოლიში“.
ხვიჩა პირველივე სეზონში სერია ა-ს გამარჯვებული და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
ამ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში კვრაცხელიამ ნეაპოლი დატოვა და კარიერა „პსჟ“-ში გააგრძელა.
ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია. მან უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს ევრო 2024-ზე გასვლაში.
კვარას ნაკრების მაისურით 17 გოლი აქვს გატანილი.