იIRI-ის კვლევის შედეგებით, ხვალ რომ არჩევნები იყოს ,,ქართული იცნება” 23 პროცენტს მიიღებდა, დანარჩენი ოპოზიცია კი ჯამურად 41%-ს. კვლევა საერთაშირისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა 18 ნოემბერს გამოაქვეყბა.
32%-ს გადაწყვეტილი არ აქვს ვის დაუჭერს მხარს, ხოლო 4% არც ერთი პოლიტიკური სუბიექტისთვის არ აპირებს ხმის მიცემას.
რაც შეეხება ოპოზიციის ჩაშლილ მონაცემებს:
- ენმ – 15%
- ევროპული საქართველო/თავისუფალი დემოკრატები – 5%
- ლეიბორისტები – 5%
- პატრიოტთა ალიანსი – 4%
- სამოქალაქო მოძრაობა (ლიდერი ალეკო ელისაშვილი) – 3%
- ახალი საქართველოსთვის – 2%
- დემოკრატიული მოძრაობ (ლიდერი ნინო ბურჯანაძე) – 2%
- ლელო – 2%
- გირჩი – 1%
- შენების მოძრაობა – 1%
- სხვა პარტიები – 1%
IRI-იმ კვლევით ასევე გამოთვალა პარტიების ნეგატიური რეიტინგები, სადაც “ქართული ოცნება” ლიდერობს. 30% აცხადებს, რომ არასდროს, არც ერთ სიტუაციაში მისცემს ხმას “ქართულ ოცნებას”, 26% იგივეს ამბობს ენმ-ზე, 9%-9% გირჩსა და პატრიოტთა ალიანსზე.
კვლევა 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის პერიოდში IRI-ის დაკვეთით და USAID-ის დაფინანსებით ჩაატარა Baltic Surveys/The Gallup Organization-მა. ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. ცდომილების ზღვარი არ აღემატება +/- 2.5 პროცენტს.