გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან
ბრძოლის ფარგლებში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოსა და
აჭარაში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 13 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდარღვევები დაფიქსირდა ახმეტის, ლაგოდეხის, გურჯაანის, თიანეთის,
ბორჯომის, ახალციხის, ასპინძის, ზუგდიდისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში.
ჯამში ამოღებულია დიდი ოდენობით უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის ხე-
ტყე – 20 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის საშეშე მასალა და 56 ერთეული
დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
უკანონო ტყითსარგებლობასან ბრძოლა დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. მიმდინარე
წლის 11 თვეში, ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია უკანონო ტყითსარგებლობის 1653
ფაქტი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები, ქვეყნის მასშტაბით, 24 –
საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, დროულად მოხდეს უკანონო
ტყითსარგებლობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პრევენცია,
აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება სამინისტროს ცხელ ხაზზე
(153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.
ახმეტაში, საბავშვო ბაღის მასწავლებელს ნათია ჭიჭიაშვილს გლოვობენ
ახმეტაში, საბავშვო ბაღის მასწავლებელი, ნათია ჭიჭიაშვილი გარდაიცვალა კოლეგების ინფორმაციით, 40 წლის პედაგოგი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მძიმე სენს ებრძოდა. ჭიჭიაშვილი საბავშვო ბაღში, გახანგრძლივებული ჯგუფის მასწავლებლად მუშაობდა. მანამდე კი ახმეტაში აიპ...










